სახალხო დამცველის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვის ვადა შესაძლოა, სამი თვიდან ერთ წლამდე გაიზარდოს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერაა ინიცირებული.

ცვლილებები “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში” იგეგმება.

მოქმედი კანონით ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის ან დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის ვადად კანონში სამი თვეა განსაზღვრული.

დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით კანონში იცვლება ისიც, რომ ამ მიმართულებით სახალხო დამცველთან თანამშრომლობის ვალდებულება ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც ექნებათ.

“სახალხო დამცველისთვის და სასამართლოში სარჩელით მიმართვა არის ძირითადი სამართლებრივი საშუალებები იმ სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტურად განსახორციელებლად, რასაც დისკრიმინაციასთან ბრძოლა გულისხმობს. საკანონმდებლო ბადე ისე შეიძლება მოეწყოს, რომ სახალხო დამცველისა და სასამართლოს ფუნქციები ერთმანეთს არ ფარავდეს და მათი თანაარსებობა, ურთიერთდახმარების გზით ორიენტირებული იყოს დისკრიმინაციისგან ადამიანთა ეფექტურ დაცვაზე”, – აღნიშნულია კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.

პროექტის ავტორი აცხადებს, რომ სასამართლოში მიმართვის სამთვიანი ვადა ძალიან მცირეა ხანდაზმულობის სხვა ვადებთან შედარებით და სასამართლოში სარჩელის შესატანად და საქმის მასალების მოსამზადებლად საკმარისი არ არის.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s