ტყიბულში, ზესტაფონსა და ჭიათურაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა როგორც სამუშაო პირობებისა და მუშების უფლებების მხრივ, ისე გარემოს დაბინძურებისა და დაზიანების კუთხით – ამის შესახებ 4 ნოემბერს ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებული მუშების უფლებებისა და მდგომარეობის შესახებ გამართულ დისკუსიაზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში ლუკა პერტაიას, ბასტი მგალობლიშვილისა და ბექა წიქარიშვილის მიერ მომზადებული ვიდეოების ჩვენება გაიმართა, რომლებიც ინდუსტრიულ ზონებში მომუშავე მუშების უფლებრივ მდგომარეობასა და სამუშაო პირობებს ეხებოდა.

ვიდეოს ავტორი, ბექა წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ ინდუსტრიულ ზონებში არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მუშები ფაქტობრივად სიცოცხლეს რისკავენ, როდესაც მაღაროში და შახტებში მუშაობას თანხმდებიან.

“ჩემი აზრით, ძალიან რთულია ვიდეოში გადმოსცე ის ყველაფერი, რაც სინამდვილეში ხდება და ეს ვიდეო შეიძლება რეალობის ნახევრის ნახევარს აღწერდეს. აქ საუბარია ადამიანების ისეთ ყოფაზე, რომელიც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ლავირებს. ვგულისხმობ დასაქმებულებს, რომლებიც იმის გამო, რომ უბრალოდ საკვები ჰქონდეთ და ოჯახი მშიერი არ დარჩეთ, მზად არიან წავიდნენ პირდაპირ სასიკვდილო პირობებზე და ხელი მოაწერონ სიკვდილთან თამაშს”.

131წიქარიშვილის თქმით, გარდა მუშების უფლებრივი მდგომარეობისა, მძიმე მდგომარეობა გარემოს დაბინძურების მხრივაც, რის გამოც, ქარხნებისა და საწარმოების ირგვლივ არსებული სოფლის მოსახლეობას უამრავი პრობლემა უჩნდება.

“სამივე ქალაქში თანაბრად არის დაბინძურების მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი საკმაოდ მძიმეა. ძალიან საინტერესოა ფაქტი, რომ ამაზე ადამიანები საჯაროდ ვერ საუბრობენ, პროტესტს ვერ გამოხატავენ და ეს იმის გამო, რომ მათი ახლობლები სწორედ ამ საწარმოებში არიან დასაქმებულები. ეს ინდუსტრიული ქარხნები ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ამიტომ ვერ საუბრობენ ხმამაღლა და ირჩევენ ასე ვთქვათ, “მაძღარ სიკვდილს”, – ამბობს წიქარიშვილი.

მუშების გაუსაძლისად მძიმე სამუშაო პირობებსა და მიზერულ ანაზღაურებას მუშების შესასრულებელი დღიური ნორმაც ემატება. წიქარიშვილის თქმით, ჭიათურის მაღაროში მომუშავე მუშების დღიური გეგმა 20 ტონის ხელით დატვირთვაა:

32“ადამიანებს ხელით მუშაობა უწევთ, რადგან სამუშაო იარაღები და ხელსაწყოები დიდი ხანია ექსპლუატაციიდანაა გამოსული და ეს ცალკე საფრთხეს წარმოშობს მუშებისთვის. რაც ყველაზე მძიმე და წარმოუდგენელია – მუშების დღიური გეგმა ხელით 20 ტონის დატვირთვაა. კიდევ ძალიან ბევრი დეტალია სამუშაო პირობებთან დაკავშირებით. სამუშაო დღის განმავლობაში მუშებს ნახევარ ლიტრ წყალს აძლევენ და რამდენად სუფთაა, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დაახლოებით, იგივე მდგომარეობაა საკვების მხრივაც”, – აღნიშნავს ბექა წიქარიშვილი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური კვლევების პროგრამის დირექტორმა, ლინა ღვინიანიძემ აღნიშნა, რომ ამ პროექტი მთავარი მიზანია იმ აქტივისტური ჯგუფებს, რომლებიც თბილისში მუშაობენ მუშების საკითხებზე, შესაძლებლობა ჰქონოდათ, ადგილზე ჩასულიყვნენ და იმ მდგომარეობას გაცნობოდნენ, რაშიც მუშაობა უწევთ.72

“პროექტის მთავარი იდეა იყო ის, რომ გვენახა დასაქმებულთა მდგომარეობა ინდუსტრიულ ზონებში. ასევე, ამ ზონებში, ამ ქალაქებში მცხოვრები ადამიანების სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა. გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ აქტივისტური ჯგუფები, რომლებიც თბილისში მუშაობენ ამ პრობლემებზე, საველე გასვლა მომხდარიყო და ადგილზე დაენახათ, თუ რა მდგომარეობაა და შეექმნათ პროდუქტები, გარკვეული ტიპის ნაშრომები, რომლებიც ასახავდა ამ ადამიანების ყოფას და მათ ცხოვრებას”, – ამბობს ღვინიანიძე.

გარდა ამისა, ლინა ღვინიანიძე ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებული მუშების მდგომარეობას ექსპლუატაციად და ჩაგვრად აფასებს:

“წარმოდგენილ ვიდეოებზეც და ფოტოებზეც ჩანს, რომ ამ რეგიონებში მუშათა უფლებრივი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ჩაგვრის და ექსპლუატაციის ძალიან შიშველი და ღია ფორმები, რომლებსაც ადგილი აქვს ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში არსებულ საწარმოებსა და მაღაროებში”, – აღნიშნავს ღვინიანიძე.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ლუკა პერტაიასა და ბექა წიქარიშვილის ფოტოების გამოფენაც გაიმართა, რომლებიც ინდუსტრიული მუშების ყოველდღიურობას ასახავენ.

 ბექა წიქარიშვილის ფოტოები

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

18

12

13

18 (1)

One Comment

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s