ასოციაცია “ანიკას” ორგანიზებით, ადაპტირებული სამკერვალო სალონი გაიხსნა, სადაც 16 შშმ ახალგაზრდა, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით, სამკერვალო საქმეს შეისწავლის.

საწარმომ პირველი დიდი შეკვეთა “SOS – ბავშვთა სოფელისგან” მიიღო, ბავშვთა სახლებისთვის თეთრეული შეიკერა. ხოლო, ამჟამად თეთრეული საბავშვო ბაღებისთვის იკერება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საწარმო, ამ ეტაპზე, სპეციალური ტანსაცმლის შექმნაზე მუშაობს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე იქნება მორგებული და უახლოეს მომავალში ამ ტანისამოსის ახალი ხაზის ფართო საზოგადოებისთვის ჩვენება იგეგმება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც თავად შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის.

“პროფესიული განათლება, კერძოდ კი სამკერვალო საქმის შესწავლა, საშუალებას მისცემს ამ ადამიანებს შემოსავალი გაუჩნდეთ, არ იყვნენ სხვაზე დამოკიდებულნი, აიმაღლონ თვითშეფასება და დაიმკვიდრონ ადგილი  ცხოვრების რთულ გზაზე”, – ამბობს ხეჩიკაშვილი.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s