ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან განაცხადა , რომ “რუსთავი2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სამართლებრივი პროცესია. როგორც ეკა ბესელიამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, “ის, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე შეიჭრა საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციებში, განცხადებები, რომ იგნორირებულია ეს გადაწყვეტილებები, არის არასწორი სამართლებრივი შეფასება”. 

“ჩვენ ვართ მომსწრე სამართლებრივი ნორმების გამოყენების როგორც პირველი ინსტანციის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან. ვის მოსწონს ან ვის არ მოსწონს ან ვინ როგორ ინტერპრეტაციას აძლევს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის ერთი მხარე და არავის იმის უფლება არ წართმევია, თქვას ის, რაც სურს, თუ ეს კანონს არ არღვევს. მაგრამ ყველაფერი, რაც ახლა ხდება, არის სამართლებრივი პროცესი, მინდა ეს ხაზგასმით ვთქვა.

თუ ამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება ვინმე, არ მიიღებს, ბარიკადებს დაუპირისპირებს თუ სხვა იმ მეთოდს გამოიყენებს, რომელიც სააკაშვილის მიერ დაგეგმილ სცენარშია, ეს იქნება სულ სხვა პროცესი, ეს აღარ არის სამართლებრივი პროცესი, იმიტომ რომ, ჩვენ უნდა შევხედოთ ამ პროცესს, როგორც სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას მხარეების მიერ”.

დეპუტატისვე თქმით, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოები კონკრეტულ საქმეზე იღებენ გადაწყვეტილებებს და ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს ქვემდებარე ინსტანციები არ არიან.

“საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეა, იმსჯელოს კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და ის უნდა იყოს არა ერთი კონკრეტული საქმიდან გამომდინარე, არამედ ის უნდა ეხებოდეს მასობრივად ყველა ისეთ შემთხვევას, რომელთაც ეს ნორმა შეიძლება ეხებოდეს.

რაც შეეხება ტელევიზიის დამოუკიდებლობის, ტელევიზიის საქმიანობის, ტელევიზიაში ხელისუფლების ჩაურევლობის პრინციპს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ და დავიცავთ. ტელევიზიას უნდა ჰქონდეს ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, ობიექტურად, იმ რედაქციული დამოუკიდებლობით, რაც არხს მიაჩნია სწორად და არა იმ სცენარის განსახორციელებლად, რაც სააკაშვილის მიერ დაიგეგმა მის მეგობრებთან ერთად. ეს უკვე პოლიტიკურ ბრძოლას სჭირდება და გადადის ძალადობრივ მეთოდებში”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გუშინ ღამით ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძემ გამოსცა განჩინება, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამია ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ამ თანამდებობაზე მის ნაცვლად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

ურთმელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 100%-იანი წილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს 3 ნოემბერს მიაკუთვნა, თუმცა 2 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის ამოქმედება გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s