საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ხალვაშისა და მისი ადვოკატების გუშინდელი გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, არ არის კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მედიის დამოუკიდებლობის მიმართ.

“როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული და გახდა ცნობილი, რომ ხალვაშის ასე ვთქვათ, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, წილების ნაწილში, მაშინ მისმა წარმომადგენელმა და თვითონ ხალვაშმა განაცხადეს, რომ მხოლოდ სამივე ინსტანციების სასამართლო გადაწყვეტილებების შემდეგ მოახდენდნენ წილების გადაფორმებას. ეს ერთგვარი ჟესტი იყო იმის საჩვენებლად, რომ ისინი ტელევიზიის საქმიანობაში არ ერევიან.

თუმცა, გუშინდელი გადაწყვეტილება უკვე მათი ამ პოზიციის საპირისპიროზე მეტყველებს, რაზეც ვფიქრობ, რომ ეს არ არის კეთილგანწყობა და ეს არ არის კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მედიის დამოუკიდებლობის მიმართ. ამიტომაც, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს იმას, რომ გვიან მიღებული და ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს სასამართლოს მიერ და ყოველდღიურად ასეთი სიურპრიზები არ უნდა გვხვდებოდეს საქართველოს მოსახლეობას”, – ამბობს კორძაია.

გუშინ ღამით ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძემ გამოსცა განჩინება, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამია ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულია. მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე  რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

ურთმელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 100%-იანი წილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს 3 ნოემბერს მიაკუთვნა, თუმცა 2 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის ამოქმედება გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s