გიორგი ლაფერაშვილი: “მახსოვს 2007 წელს რა გახდა ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის საფუძველი. ეს იყო ერთი ჟურნალისტის ერთი პირდაპირი ჩართვა. იურიდიულად ეს ამბავი ასე გაფორმდა და ამას არავინ ვეთანხმდებოდით. მინდა ვთხოვო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მედიამონიტორინგის საკითხებზე, მინდა ვთხოვო გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივ პროექტს, რომელიც ახორციელებს წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს, დეტალურად შეისწავლოს ყველაფერი, რაც ამ ეთერში სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების მიერ არის ნათქვამი და თუ ისინი აღმოაჩენენ ერთ გადაცდომას მაინც, მიიღოს ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები. ასეთი აკადემიური, ასეთი მშვიდი, ასეთი დინჯი მუშაობა პირდაპირ ეთერში “რუსთავი 2”-ს ჯერ არ ჰქონია და ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ. ამას ვეუბნები იმ ადამიანებსაც, ვინც ამ ბოლო ერთი საათის განმავლობაში აქტიურად ხალისობს თემაზე – “ისტერიული ტელეწამყვანი, ისტერიკა “რუსთავი 2”-ში. ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რადგან თქვენ ახლა ზიხართ და უყურებთ “რუსთავი 2”-ს, იმ “რუსთავი 2”-ს, რომელსაც ასე აკრიტიკებთ.

არ შემიძლია წუხილით არ აღვნიშნო, რომ ახლა მხოლოდ პირდაპირი ჩართვის ერთ კაბელს ვხედავ და ისიც მხოლოდ “რუსთავი 2”-ს ეკუთვნის. მე სპეციალურად გადავამოწმე და არც ერთ სხვა არხს ჯერ ეს ამბავი არ მოუყოლია. საქართველოში, სადაც არ არის “რუსთავი 2” იმ ფორმით, როგორიც არის, ჯერ კიდევ არ იციან, რომ ურთმელიძემ ეს განჩინება უკვე დაწერა.

საქართველოში, სადაც არ არის “რუსთავი 2” იმ ფორმით, რა ფორმითაც არის ახლა, არ იციან, რომ სანდრო ეულის 5ა-სთან დგანან სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ისინი აპროტესტებენ კონსტიტუციის დარღვევას ამ ქვეყანაში. მე მინდა ვთხოვო კოლეგებს, სამსახურში დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად ჰკითხოთ თქვენს მთავარ რედაქტორებს, რატომ იყო დღეს აქ პირდაპირი ჩართვის მხოლოდ ერთი აპარატი და ისიც მხოლოდ “რუსთავი 2″-ის”.

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი. 6 ნოემბერი. 2015.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s