არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გადაყენება და ამ პოსტზე რევაზ საყევარიშვილის და დავით დვალის დანიშვნა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია: 

“საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ მოსამართლე მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, ამის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს. შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდეგ მსგავსი განჩინების იმავე სასამართლო ინსტანციის მხრიდან მიღება უკანონოა”.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ განჩინებით არ არის დასაბუთებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ მოსამართლის მიერ არ არის მოყვანილი ის ფაქტები, გარემოებები, რომლებიც იძლევა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების საფუძველს.

“აღსანიშნავია, რომ იმავე მოსამართლემ უკვე იმსჯელა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებთან ერთად ყადაღა დაადორუსთავი 2”-ის წილებს. ამ გადაწყვეტილებით შეიზღუდარუსთავი 2”-ის არსებული მენეჯმენტის ძირითადი უფლებამოსილებები იმდაგვარად, რომ გამოირიცხა მათი მხრიდან კომპანიის ფინანსებისა და ქონების შემცირების საფრთხე. ასევე, მოსამართლემ ყადაღა დაადორუსთავი 2”-ის წილის მფლობელ შპსტელეკომპანია საქართველოს”. ცალსახაა, რომ მოცემულ ვითარებაში სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინებით ვერ საბუთდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და კომპანიის იძულებით მართვაში გადაეცემის საჭიროება”.

NGO-ები ასევე თვლიან, რომ მოსამართლის მიერ განჩინების დასაბუთების დროს მოყვანილი გარემოებები შეიძლება ჩაითვალოს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად.

სასამართლო მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი. მოპასუხის (შპსსამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორები) მმართველობის პირობებში ეს საკითხიც დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მითითებული მიზნების უგულვებელყოფა კი, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის ძირითადი დანიშნულებას.” აშკარაა, რომ მოცემული მსჯელობა წარმოადგენს სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებაში ჩარევას და არანაირი კავშირში არ აქვს რუსთავი 2”-ის წილების შესახებ მიმდინარე სასამართლო დავასთან”.

მათივე თქმით, მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული განჩინებით, ფაქტობრივად, არ აღსრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება.

“საოქმო ჩანაწერით  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს  მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს.  დღეს მიღებული განჩინებით არსებითად იგივე შედეგი დადგა, რისი თავიდან ასაცილებლადაც იქნა მიღებული საკონსტიტუციოს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, მოსამართლემ უკანონო განჩინებით გვერდი აუარა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას”.

ორგანიზაცები ეჭვქვეშ აყენებენ მმართველად დანიშნული პირების მიუკერძოებლობის საკითხისაც.

“სასამართლო განჩინებაში უთითებს, რომდროებითი მმართველი არის მხარეებისაგან ნეიტრალური, დამოუკიდებელი პირი, რომელიც უშუალოდ არ არის ჩართული დავაში, მას არ გააჩნია დავის საგანთან მიმართებით არანაირი პირადი ქონებრივი ინტერესი და მისი უპირველესი და უმთავრესი დანიშნულება არის დავის მიმდინარეობის პერიოდში ქონების დაცვა და მისი შენარჩუნება.” მოსამართლემ 5 ნოემბრის განჩინებითრუსთავი 2”-ის დროებით მმართველად კონკურენტი ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი დარუსთავი 2”-ის ერთერთი დამფუძნებელი და წილის ყოფილი მფლობელი დავით დვალი დანიშნა. დავით დვალი ნეტგაზეთთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მას ჯარჯი აქიმიძესთან ერთად („რუსთავიი 2”-ის ერთერთი დამფუძნებელი) დღემდე აქვს ინტერესი ტელეკომპანიის წილების 60%-თან დაკავშირებით. დვალი ასევე განმარტავს, რომ იგი მხარს უჭერს ამ პროცესში ქიბარ ხალვაშს, რადგან მისი მოგების შემთხვევაში მას წილის დაბრუნებისათვის ბრძოლა გაუმარტივდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დადასტურდა, ქიბარ ხალვაშსა და დავით დვალს შორის დავის დასაწყისშივე არსებობდა შეთანხმება ხალვაშის მიერ პროცესის მოგების შემთხვევაშირუსთავი 2”-ის წილების განაწილების შესახებ. შესაბამისად, გაუგებარია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მოსამართლემ დროებითი მმართველების დანიშვნის პროცესში. შესაბამისად, გაუგებარია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მოსამართლემ აღნიშნული პირების დროებით მმართველებად დანიშვნის გადაწყვეტილების პროცესში.

განჩინებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ მმართველი პირების დანიშვნის ერთერთ მიზანს წარმოადგენდა მოქმედი მმართველობის მიერ მოძრავი ნივთების განზრახ დაკარგვის ან/და განადგურების საფრთხე. მოცემულ პირობებში გაუგებარია, რატომ მიანიჭა სასამართლომ დროებით მმართველებს ისეთი ფუნქციებიც, როგორიცაა საკადრო პოლიტიკის მართვა, მათ შორის შიდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და სამაუწყებლო ბადის განსაზღვრა (ოპტიმიზაცია). სასამართლო მოცემული მსჯელობის დასაბუთების მიზნით არ აკეთებს არანაირ განმარტებას, რაც მოგვცემდა შესაძლებლობას გვემსჯელა მოცემული უფლებამოსილების მინიჭების საჭიროებაზე. ამგვარ პირობებში მიგვაჩნია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არხის სარედაქციო პოლიტიკაში გარე ჩარევისაკენ პირდაპირ მითითებას წარმოადგენს და საშუალებას აძლევს დროებით მმართველებს, შეცვალონ არხის სარედაქციო პოლიტიკა, გაათავისუფლონ ტელეკომპანიის მოქმედი სარედაქციო გუნდი, მათ შორის რედაქტორები და ჟურნალისტები

განჩინებით მმართველად დანიშნულ პირებს მიენიჭათ ყველა დაწესებულებასა და ორგანოსთან წარმომადგენლობის უფლებამოსლება. კერძოდ,  წარმომადგენლობითი უფლებამოსილების/მინდობილობის გაცემასა და გაცემული უფლებამოსილების/მინდობილობის გადახედვის (დადება, მოშლა/შეწყვეტა, გაგრძელება) უფლებამოსილება მთლიანად მიეკუთვნათ დროებით მმართველებს.  იმ შემთხვევაში თუ, ტელეკომპანიის მოქმედ ადვოკატებს შეუწყდებათ მოცემულ დავაზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება, ამით ცალსახად დაირღვევა სამართლიანი სასამართლოსა და სასამართლოსადმი მიმართვის ფუნდამენტური უფლებები, რადგან მათ აღარ აქვთ, არც აღნიშნული განჩინების და არც შემაჯამებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. ამასთან, დავის შემდგომი გაგრძელება დამოკიდებული იქნება დროებითი მმართველის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე”, – ამბობენ ორგანიზაციები. 

განცხადებას ხელს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), კავშირი საფარი,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), იდენტობა, დემოკრატ მესხთა კავშირი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ (OSGF), კონსტიტუციის 42-ე მუხლი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აწერენ. 

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s