ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 5 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც, რუსთავი 2-ში დროებითი მმართველი დაინიშნა, ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნული ღიად ავლენს რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე სასამართლო დავის პოლიტიკურ ხასიათს.

“აღსანიშნავია, რომ სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებაში მსჯელობს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკასა და მოქმედი მენეჯმენტის პირობებში, მედიის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის პრობლემაზე, რაც სასამართლოს მხრიდან გამოხატვისა და მედიის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის ფორმას წარმოადგენს და მთლიანად გადის საქმის სამართლებრივი განხილვის ფარგლებიდან.

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გამოყენებული მეთოდები, ერთი მხრივ, ღიად აჩვენებს მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზირებისა და კონტროლის პრობლემას, მეორე მხრივ, კი ქმნის საზოგადოებაში სოციალური და პოლიტიკური დაპირისპირების საფრთხეებს, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და შეაფერხებს ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებსა და ძალისხმევას. საზოგადოების მკვეთრი პოლარიზებისა და მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, დაპირისპირებისა და რეპრესიის დაშვება უკონტროლო პროცესების განვითარების რისკებს შეიცავს.

ამ პირობებში, EMC მოუწოდებს:

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, დაუყოვნებლივ გაატარონ ყველა ღონისძიება ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და გააცნობიერონ ის პოლიტიკური და სოციალური შედეგები, რომელიც შეიძლება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებსა და პროცესების ესკალაციას  მოყვეს;

ხელისუფლებას, იმოქმედოს კანონის სრული დაცვით, არც ერთ შემთხვევაში არ გამოიყენოს რეპრესიული ინსტრუმენტები რუსთავი 2-თან დაკავშირებულ პროცესებში და მაქსიმალურად დაიცვას შეკრების მონაწილეების უსაფრთხოება და მათი  გამოხატვის თავისუფლება;

პროცესის ყველა მონაწილესა და პოლიტიკურ ძალებს, დარჩნენ კანონის ფარგლებში და არ გავიდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s