სავალდებულო სამხედრო სამსახურის დატოვება, მისი დროის განახევრება, თავდაცვის სფეროში არსებული ახალი გამოწვევები და სარეზერვო ჯარის ტრანსფორმირება – ეს ის თემებია, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა  დღეს, პარლამენტში, თავდაცვის კომიტეტთან შეხვედრისას განიხილა.

ჟურნალისტებთან საუბრისას თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო სავალდებულო გაწვევის დატოვებას არ ემხრობა, თუმცა, თუ კი პარლამენტი გადაწყვეტს, რომ სავალდებულო გაწვევა დარჩეს, ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს კონკრეტული პირობები და შეთავაზებები აქვს.

“მე არ ვემხრობი გაწვევის დატოვებას, მაგრამ თუ მაინცდამაინც უნდა დავტოვოთ, მაშინ თავდაცვის სამინისტროს აქვს ძალიან კონკრეტული პოზიციები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ახალგაზრდებს ჯარში ვიწვევთ, მათ უნდა გავატაროთ სრული საწვრთნელი კურსი, რათა შემდეგ ქვეყნის თანამედროვე გამოწვევებს უპასუხონ. თუ გაწვევა დარჩება და ამას გადაწყვეტს უმრავლესობა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი აღარ იქნება ყარაულში, ეს ხალხი იქნება ქვეყნის სამსახურში, საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულების პროცესში, როგორც ამას ქვეყნის კონსტიტუცია ავალებს”.

გარდა ამისა, თინა ხიდაშელი ახალწვეულების დასაქმების საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაწვევა შენარჩუნდება, თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნაა, რომ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დამსაქმებლები ვალდებულები იქნებიან, რომ ახალწვეულებს სამსახური შეუნარჩუნდეთ.

“ როდესაც მოქალაქეებს ჯარში გაიწვევენ, აუცილებელი და სავალდებულოა, რომ მას ჯარიდან დაბრუნების შემდეგ დასაქმების პრობლემა არ შეექმნას. როგორც საჯარო დაწესებულებებს აქვთ ვალდებულება აღებული, რომ მანამ, სანამ მოქალაქე იმყოფება კონსტიტუციური ვალდებულების შესრულების პროცესში, იგი არ დაკარგავს სამსახურს, ასევე უნდა მოიქცეს კერძო სექტორიც. ანუ ჯარში გაწვეული ახალგაზრდა უმუშევარი არ უნდა დარჩეს იმის მერე, რაც დაბრუნდება. ეს ვალდებულება აუცილებელ პირობად უნდა ჩაიდოს ნებისმიერი დამსაქმებლისთვის”.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც შეხვედრის დროს აქცენტი გაკეთდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობაა. თინა ხიდაშელი აღნიშნავს, რომ უკეთესი იქნება, თუ სავალდებულო სამხედრო სამსახური ერთი წლის ნაცვლად 6 თვიანი გახდება.

“მე ვფიქრობ, რომ ერთი წელი ძალიან ბევრია. თავისუფლად შეგვიძლია ეს დრო გავანახევროთ და 6 თვიანი სასწავლო-საწვრთნელი კურსი შევთავაზოთ ამ ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურში ”.

შეხვედრაზე რეზერვის საკითხებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია რეზერვი თანამედროვე მსოფლიო გამოწვევებსა და სტანდარტებს პასუხობდეს. ხაზი კი ჰიბრიდულ ომს გაესვა.

“რეზერვთან დაკავშირებითაც დაახლოებით მსგავსი ინიციატივები გვაქვს. რეალურად, რეზერვი ასამოქმედებელი და დასაწყებია. ამიტომ, ახალი გამოწვევები გვაქვს. ჰიბრიდულ ომზე ლაპარაკობს მთელი მსოფლიო და ჩვენი პასუხიც უნდა იყოს ამის ადეკვატური და შესაბამისი. ვსაუბრობთ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ იარაღზე – პროპაგანდისტულ-დეზინფორმაციულ შემოტევებზე. ამ ფარგლებში უნდა მოხდეს მედიის წარმომადგენლებისთვის ნებაყოფლობის დონეზე ტრენინგების ჩატარება და სწავლება”.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თუ კი პარლამენტი გაწვევის დატოვებას გადაწყვეტს, თავდაცვის სამინისტრო სწორედ ამ ძირითად პირობებს წამოაყენებს. კონკრეტული რეფორმების გატარება კი შემდეგი წლიდან დაიწყება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s