emma and malala int

ემა უოტსონი და მალალა იუსუფზაი

რამდენიმე დღის წინ მალალა იუსუფზაიმ, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატია, მსახიობ ემა უოტსონს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუ ინგლისში შედგა, სადაც Info Film ფესტივალზე აჩვენეს ფილმი მალალას შესახებ – He Named me Malala – “მან დამარქვა მე მალალა”.

ემამ მალალას კითხვები ფილმის, პაკისტანის, ასევე ინგლისში ცხოვრების შესახებ დაუსვა. ერთ-ერთი საკითხი კი, რაზეც მათ ისაუბრეს, ფემინიზმი იყო. ინტერვიუს დაწყებამდე იუსუფზაიმ უოტსონს უთხრა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში ყოყმანობდა, ეწოდებინა თუ არა საკუთარი თავისთვის ფემინისტი, თუმცა შემდეგ ემას სიტყვა მოისმინა გაეროს კამპანიისთვის “HeForShe” და გადაწყვეტილებაც მიიღო.

“მას შემდეგ, რაც შენი სიტყვა მოვისმინე, მივხვდი, რომ არაფერია ცუდი, საკუთარ თავს ფემინისტს უწოდებდე. ჩვენ ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთ სიტყვას, თანასწორობას მოიცავს”, – ამბობს მალალა იუსუფზაი.

მიუხედავად იმისა, რომ ნობელის პრემიის 18 წლის ლაურეატი თავისი 11 წლის ასაკიდან გოგონებისთვის განათლების აუცილებლობაზე საუბრობს და მისი მამა ზიაუდინიც საკუთარ თავს ფემინისტს უწოდებს, მალალა ამბობს, რომ ფემინიზმი გარკვეულწილად გაუგებარი სიტყვა იყო მანამ, სანამ მსახიობის გამოსვლა არ ნახა.

ერთი წლის წინ ემამ თქვა:

“ბრძოლა ქალების უფლებებისთვის კაცთმოძულეობის სინონიმად იქცა. მაგრამ თუ თქვენ ისევ გძულთ სიტყვა ფემინიზმი, გეტყვით, რომ მნიშვნელოვანია არა სიტყვა, არამედ იდეა და ამბიცია, რომელიც მის უკან დგას. ფემინიზმი გულისხმობს, რომ კაცებსა და ქალებს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ. ეს არის სქესთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თანასწორობის თეორია”.

მალალა იუსუფზაისთან ინტერვიუ ემა უოტსონმა თავისი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა და თავისი შთაბეჭდილების შესახებაც ისაუბრა.

“ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ჩემთვის ის იყო, როდესაც მალალამ ფემინიზმის შესახებ საუბარი დაიწყო. მე თვითონ ვგეგმავდი, მისთვის მეკითხა, არის თუ არა ფემინისტი, თუმცა მან თავად გამოიყენა ეს სიტყვა საკუთარი თავის დასახასიათებლად.

შეიძლება ფემინისტი ადვილი სიტყვა არ არის, თუმცა მან ეს თქვა, ყველაფრის მიუხედავად.

მოდით, არ გავხადოთ საშიში იმის თქმა, რომ ფემინისტები ვართ. მე მსურს, ფემინიზმი მისასალმებელი და ინკლუზიური მოძრაობა გახდეს. მოდით, ჩავჭიდოთ ხელები და ერთად ვიმოქმედოთ. ასე რეალური ცვლილებების განხორციელებას შევძლებთ. მე და მალალა ამ საკითხის მიმართ სერიოზულად ვართ განწყობილნი, თუმცა ჩვენ თქვენ გვჭირდებით,” – თქვა ემა უოტსონმა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s