LOGOგენდერ10 ნოემბერს თბილისში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში” გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ტარდება.

კონფერენციას საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი გახსნიან. ღონისძიებას 250 სტუმარი დაესწრება, სიტყვით კი 20 ადამიანი გამოვა.

კონფერენციაზე სამ ძირითად საკითხს განიხილავენ: ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და ქალთა როლის გაზრდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში.  ღონისძიება მიზნად ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაძლიერების საკითხებზე პერიოდული დიალოგის პრეცედენტის შექმნას და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარებას ისახავს.

კონფერენციის ფარგლებში „თბილისის დეკლარაციასაც“ მიიღებენ, რომელიც ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე აღებული ვალდებულებების განმტკიცებას უზრუნველყოფს.

სიტყვით გამომსვლელთა შორის არის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია კალიურანდი, რომელიც ამბობს, რომ ახლა საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გენდერული თანასწორობისკენ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას.

მარია კალიურანდი ამბობს, რომ ესტონეთი გენდერული თანასწორობის პოლიტიკის პირველ სამოქმედო გეგმას ამზადებს, რომლის მიზანიც არის გენდერის შესახებ ნეგატიური სტერეოტიპების დანგრევა, თანაბარი ეკონომიკური დამოუკიდებლობის შექმნა და ყველა დონის გადაწყვეტილების მიღებასა და მართვაში დაბალანსებული მონაწილეობა.

კონფერენციას ასევე დაესწრება NATO-ს სპეციალური წარმომადგენელს ქალთა, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებში, მარიეტ შურმანი, რომელმაც ღონისძიებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ “მშვიდობა პირდაპირ კავშირშია ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობასთან”.

“ორმოცდაათი წლის წინ, უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 1325, მშვიდობის, უსაფრთხოების, კონფლიქტების პრევენციის, მათი გადაწყვეტისა და მშვიდობის შენარჩუნების სფეროებში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე. აღნიშნული რეზოლუცია ნათელი მაგალითია იმისა, რომ მშვიდობა პირდაპირ კავშირშია ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობასთან. ნატო ამაყობს იმ ფაქტით, რომ პრიორიტეტად დაისახა აღნიშნული რეზოლუციის იმპლემენტაცია, განსაკუთრებით ავღანეთსა და ბალკანეთში. თუმცა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება თვით ნატო-ში თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობას” – ამბობს მარიეტ შურმანი.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s