უკრაინამ შესაძლოა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შანსი დაკარგოს, რადგან პარლამენტმა ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციისგან დაცვის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.
ქვეყანამ, რომლის მოქალაქეებიც 2 ნაწილად არიან დაყოფილნი: მათ ნაწილს ევროპასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, ნაწილს კი – რუსეთთან თანამშრომლობა, შენგენის ზონაში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წლის დასაწყისში გააკეთა.
შენგენის ზონა მიზნად ევროპის მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობას ისახავს. ევროპის 26 ქვეყნის მოქალაქეებს ზონის წევრი ქვეყნების საზღვრის გადასაკვეთად ვიზა არ სჭირდებათ.
შენგენის წევრობა სხვადასხვა ფაქტორს ეფუძნება.
ევროკავშირმა უკრაინას რამდენჯერმე მოუწოდა, რომ თუ ამ ზონასთან შეერთება სურდა, თავდაპირველად, ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონმდებლობა გაეუმჯობესებინა.
თუმცა, ევროკავშირის მოწოდებები უკრაინამ არ გაითვალისწინა. უმაღლესი რადას უმრავლესობამ დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებებში ცვლილებებს შეეხებოდა.
ლგბტ უფლებების სასარგებლოდ კანონმდებლობის გაუმჯობესებას მხარი 450 დეპუტატიდან მხოლოდ 117-მა დაუჭირა.
ევროკომისარმა ჟან კლოდ იუნკერმა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განუცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეები ვერ მიიღებენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას სასამართლოსა და ადამიანის უფლებების შესახებ კანონმდებლობის რეფორმის გარეშე.
უკრაინაში ლგბტ აქტივისტებისა და მათ მოწინააღმდეგეებს დაპირისპირება ხშირია. ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი აქციები კიევში ჰომოფობების თავდასხმის მსხვერპლი ხშირად ხდება.
წყარო: Pinknews