დღეს, 19 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” კომპანიებისგან – “დეშელი”, “რენესანსი” და “ლაქშერი” დაზარალებულ ქალებს უმასპინძლებს.

ორგანიზაციის იურისტები საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

იურისტების თქმით, ისეთი სილამაზის ცენტრები, როგორიცაა “დეშელი”, “რენესანსი”, “ლაქშერი” და სხვა ხშირად გაურკვეველ ვითარებაში აფორმებენ მათთან მისულ ადამიანებთან ხელშეკრულებებს და ბანკიდან კრედიტს აღებინებენ.

“იდენტობას” იურისტი მარი გელაშვილი “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ ორგანიზაციას ბოლო ორი თვის განმავლობაში დახმარების თხოვნით ბევრმა ქალმა მიმართა. ისინი ამბობდნენ, რომ მოტყუებით დაადებინეს ხელშეკრულება “დეშელში”, “რენესანსში” და სხვა მსგავსი ტიპის კომპანიებში.

“ეს ქალები ამბობდნენ, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლები გახდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა ხელშეკრულებების გაფორმება. ვინაიდან, იდენტობას იურისტებს ასეთი უამრავი საქმე აქვთ, გადაწყვიტეს, ერთი შეხვედრა ჩაეტარებინათ, სადაც ყველა ეს ქალი მოიყრიდა თავს და თავიანთ ხელშეკრულებებს წარმოადგენდნენ”, – ამბობს გელაშვილი.

“იდენტობას” იურისტის თქმით, ორგანიზაცია ქალებს ამ კომპანიებთან, სამართლებრივი გზებით, პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

“თუ ეს ორგანიზაციები საკუთარი ნებით არ გააუქმებენ ხელშეკრულებას, რისი გაკეთების ვალდებულება მათ კანონით აქვთ, მაშინ სასამართლოს გზით ვეცდებით გავაუქმებინოთ მათ ის ხელშეკრულებები, რაც ქალებთან ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დადეს”, – ამბობს გელაშვილი.

საინფორმაციო შეხვედრა დღეს, ორშაბათს, საღამოს 7 საათზე “იდენტობას” ოფისში გაიმართება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

One Comment

  1. მოგესალმებით . ნამდვილად გაოგნებული ვარ როგორ ახერხებენ ასეთი კომანიები საქართველოში თავის დამკვიდრებას. მინდა თქვენი კონსულტაცია .შეგიზლია მეილზე მომცეროთ როგორ დაგეკონტაქტოთ.

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s