“რა ვქნა, ვარ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ არავის ამ ქვეყანაში ძალადობა არ უნდა შერჩეს”, – ასე ანი მიროტაძე “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ შესაძლოა არსებობდეს ეჭვები ამა თუ იმ საკითხის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით, მაგრამ როცა საქმე სასამართლოს ეხება, შეფასებისგან თავი ყველამ უნდა შეიკავოს.

“შესაძლოა არსებობდეს ეჭვები, მაგრამ როდესაც საქმე სასამართლოს ეხება საქმე, ყველამ კეთილი ინებოს და ზედმეტი შეფასებისგან თავი შეიკავოს და პირველი მე ვიზამ ამას, იმის მიუხედავად, რომ მე მაქვს კითხვები და მოსაზრებები.

მე, რასაკვირველია, ვფიქრობ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს რაღაც ტიპის პოლიტიზირებასთან, მაგრამ ვინაიდან პროცესში ორივე მხარე ჩართულია, ორივე მხარის მიერ გამოყენებულია ყველა სამართლებრივი ბერკეტი, დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც ექნება მეტი არგუმენტი, მის მიერ დადებული მტკიცებულებების მიხედვით იქნება გადაწყვეტილება გამოტანილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაღალი ინტერესის მქონე საქმეა. შეუძლებელია, რომ ხელის გადაწევის მეთოდით რომელიმე მხარემ გაიმარჯვოს. მხარეებში ვგულისხმობ ქიბარ ხალვაშს და მიხეილ სააკაშვილს.

რაც შეეხება იმას, უნდა დაუბრუნდეს თუ არა ვინმეს თავისი ქონება, რა ვქნა, ვარ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ არავის ამ ქვეყანაში ძალადობა არავის უნდა შერჩეს. წაართვეს ვინმეს რამე? და ეს არ ეხება მხოლოდ რუსთავი 2-ს, იმას აქვს უფლება, იბრძოლოს თავისი ქონების დაბრუნებისთვის, ოღონდ ყველა შემთხვევაში კანონიერი გზებით”, – ამბობს ანი მიროტაძე.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s