უჩა ნანუაშვილი ძალადობასთან დაკავშირებით გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა. სახალხო დამცველმა მას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, ქალთა მკვლელობების შემაშფოთებელი მასშტაბების, ასევე ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის ოფისში შედგა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ომბუდსმენის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო და კვლავ რჩება ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.

“ჩვენ მიერ მომზადებულ იქნა არაერთი სპეციალური ანგარიში. როგორც ინდივიდუალური საქმის წარმოების პროცესი, ისე როგორც სახელმწიფო სერვისების ზოგადად შეფასება მოწმობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის სფეროში კვლავ სერიოზული პრობლემები და გამოწვევებია.

პრობლემაა, ერთი მხრივ, ამ საკითხისადმი საზოგადოების დამოკიდებულება, მეორე მხრივ კი სახელმწიფო ინსტიტუტების დროული რეაგირება. მათი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია”, – თქვა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენმა ისიც აღნიშნა, რომ მოუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ქალთა წინააღმდეგ ბრძოლას ოფიციალურად მხარს უჭერს, რეალობა კვლავ მძიმეა.

“ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ძალადობის ფაქტების შესახებ, მოწმობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს, მოხდეს ძალადობის ფაქტებზე რეაგირება და მეტი დრო დაეთმოს პრევენციას”.

უჩა ნანუაშვილმა დუბრავკა სიმონოვიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტითაც მოიწვია, რათა, როგორც ომბუდსმენმა თქვა, მან საქართველოში არსებული მდგომარეობა უკეთ შეაფასოს და კონკრეტული რეკომენდაციების მომზადება შეძლოს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s