“ვშიშობთ, რომ კონფერენციას არანაირი შედეგი არ ექნება და იქ მიღებული რეზოლუცია სავალდებულო ხასიათის არ იქნება”, – ასე ეხმაურება “ქალთა მოძრაობის” წარმომადგენელი ბაია პატარაია თბილისში, 10 ნოემბერს დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში”.

პატარაია ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ კონფერენციაზე განხილულ თემებზე საქართველოს სათქმელი ბევრი არაფერი აქვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, კონფერენცია მხოლოდ განცხადებით და სარეკომენდაციო ხასიათის შეხვედრად არ დარჩეს, რომელსაც შემდგომ არავის არ შეასრულებს.

“მნიშვნელოვანია საქართველომ რეალური ნაბიჯები გადადგას გენდერული თანასწორობის კუთხით. ყველა კვლევა გვიჩვენებს, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა ქალთა პოლიტიკური ჩართულობის კუთხით. ამიტომ,  მნიშვნელოვანია ქვეყანამ კონკრეტული ვალდებულებები აიღოს და მას სერიოზულად მიუდგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება მხოლოდ კონფერენცია, რომელსაც შედეგები არ ექნება. მნიშვნელოვანია, საქართველოს როგორც სახელმწიფოს ჰქონდს მკაფიო ხედვა, თუ რას აკეთებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის კუთხით”, – ამბობს ბაია პატარაია.

შეგახსენებთ, რომ კონფერენციაზე სამ ძირითად საკითხს განიხილავენ: ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და ქალთა როლის გაზრდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში.  ღონისძიება მიზნად ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაძლიერების საკითხებზე პერიოდული დიალოგის პრეცედენტის შექმნას და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარებას ისახავს.

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ტარდება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s