საქართველოს პარლამენტის წევრი, შოთა მალაშხია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტური თანხების არასწორი გადანაწილება ხდება, რის გამოც, განათლების სისტემა საკმარისად არ ფინანსდება.

მალაშხია განათლების სფეროს პრიორიტეტულად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ სფეროში დასაქმებულების ანაზღაურება მაღალი უნდა იყოს.

“პრობლემა ისაა, რომ ფსიქოლოგებისთვის კი არა, მასწავლებლებისთვისაც კი არ არის საკმარისი ხელფასები, მაშინ როდესაც თავად სახელმწიფო აპარატის შენახვა წინა წლებთან შედარებით 400 მილიონით გაიზარდა.

ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ პატარა სახელმწიფომ, ესტონეთმა მსოფლიოში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა სასკოლო განათლების კუთხით, მას შემდეგ, რაც განათლების სფეროს დაფინანსება და თანხების სწორი გადანაწილება მოხდა.

მალაშხია ფიქრობს, რომ ბულინგის პრობლემის გადაჭრაში მნიშვნელოვან როლს სახელმწიფოს მხრიდან ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბება ითამაშებს.

გარდა ამისა, ის ამბობს, რომ მოსწავლეს მარტო სწავლით ვერ უშველი, განათლებაში მხოლოდ ფინანსების ჩადება გამოსავალი არ არის.

“აუცილებელია ბავშვების ღირებულებითი სისტემა ჩამოვაყალიბოთ. სახელმწიფომ ბავშვებს ღირებულებითი მაგალითები უნდა უჩვენოს. ჩემი შვილები სკოლას ამთავრებენ და ვიცი რეალურად რა და როგორ ხდება. ეს ყველაფერი სასკოლო განათლების სისტემაში გადასახედია როგორც სახელმძღვანელო, ისე, შიდა განაწესი და ა.შ.

ამ პრობლემას სჭირდება სისტემური მიდგომა, ანუ დღევანდელი მიდგომები სრულიად უნდა შეიცვალოს და ამოტრიალდეს”, – აღნიშნავს შოთა მალაშხია “17 მაისთან” საუბარში.

ტერმინი ბულინგი ფიზიკურ და/ან ფსიქოლოგიურ ძალადობას ნიშნავს, რომელიც ბავშვის მიმართ თანაკლასელების ან სხვა ბავშვების მიერ ხორციელდება. ის, ვინც ბულინგს მიმართავს, მიზნად ისახავს მსხვერპლის დაშინებასა და დამორჩილებას.

2012 წელს “იუნისეფმა” სკოლებში არსებული ძალადობის შემთხვევები შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ საქართველოში გამოკითხული ბავშვების 80%-მა ერთხელ მაინც განიცადა სკოლაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s