ირაკლი ღარიბაშვილი: “მისასალმებელია, რომ თითოეულმა ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, შეასრულოს პეკინის მოქმედებათა პლატფორმის მოთხოვნები. გარდა ამისა, გაეროს წევრმა ქვეყნებმა მიზნად დაისახეს 2030 წლისთვის მიაღწიონ პრინციპს – “პლანეტა 50/50-ზე”. ვთვლი, რომ ეს ძალიან ამბიციური მიზანია, მაგრამ მჯერა, ამის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. მინდა გითხრათ, რომ პირადად მე და ჩემი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ამ მიზანს მივაღწიოთ.

ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ბოლო წლებში ჩვენ არსებითი პროგრესი გვაქვს – შარშან მივიღეთ ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, აგრეთვე მივიღეთ ანტიდისკიმინაციული კანონი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ “ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციას. გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს ძალისხმევა აისახება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველო მასპინძლობს ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც განიხილავს გენდერული თანასწორობის პოლიტიკას ევროპულ სამეზობლოში. მინდა გითხრათ, რომ გენდერული თანასწორობის თემაზე მსჯელობა პირადად ჩემთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ქალებისა და კაცების თანასწორობა ჩემთვის არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, პირადად მე ამ ტრადიციებით გავიზარდე.

თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომლის ყველაზე დიდმა მოაზროვნემ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში თქვა, რომ ქალი და კაცი თანასწორია. ამიტომაც არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული ქალების მიმართ ის დისკრიმინაცია და ის ძალადობა, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არ არსებობს გარემოება, რომლითაც შეიძლება ამის გამართლება.

ნამდვილად ძნელად წარმოსადგენია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც გაერო-ს მხოლოდ წლევანდელი მონაცემებით 39 მილიონ გოგონას არ მიეცა სასკოლო განათლების საშუალება, 774 მილიონი ზრდასრული ქალის ორ მესამედს ასევე არ მიეცა განათლების საშუალება. მოდით, დავფიქრდეთ, რამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიოში ღარიბი მოსახლეობის 70 პროცენტი ქალია. როგორ უნდა ვიცხოვროთ ისეთ სამყაროში, სადაც ყოველი სამი ქალიდან ერთი განიცდის ძალადობას გენდერული ნიშნით და ძალიან ცოტაა ისეთი ქალი, რომელსაც შესწევს უნარი იბრძოლოს და შეცვალოს არსებული რეალობა”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე. ჟურნალისტებთან საუბრისას. 10 ნოემბერი. 2015.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s