გენდერული თანასწორობა არ არის მხოლოდ მორალური ვალდებულება ან სოციალური სტატუსი. ქალებისთვის და კაცებისთვის ერთი და იგივე უფლების მინიჭება, ეს არის ზუსტად ის საკითხი, რაც ამდიდრებს ჩვენს საზოგადოებას და რაც კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის – აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ კონფერენციაზე “გენდერული თანასწორობისკენ” განაცხადა.

კონფერენცია “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში” თბილისში პირველად ჩატარდა.

12183977_942461945844882_2099674295831370802_o

ფედერიკა მოგერინი

კონფერენციაზე სამი ძირითადი საკითხი განიხილეს: ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და ქალთა როლის გაზრდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში.

“ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ გვწამს, გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანია და ცვლილებები შესაძლებელია” – ამის შესახებ ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და კონფერენციის “გენდერული თანასწორობისკენ” ინიციატორმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა.

თამარ ბერუჩაშვილმა გამართულ კონფერენციაზე თქვა, რომ ამ ღონისძიების მასპინძლობით საქართველომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები დემოკრატიის განვითარების საზომი და მთავარი კრიტერიუმია.

“ამ დიალოგის დაწყება მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია. მე ამ კონფერენციის ინიციატორი ვიყავი პოლიტიკური პრიორიტეტებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველომ ხმამაღლა განაცხადა, რომ ამ პრინციპების ერთგულია.

ის, რომ  ქალთა მონაწილეობის თაობაზე სპეციალური კვოტების სისტემის შემოღებაზე დისკუსიას იწყებს პარლამენტიც – ესეც მნიშვნელოვანი ელემენტია. ის, რომ საქართველოს აქვს დიდი ტრადიცია ქალის როლის მონაწილეობის მნიშვნელობის, ეს ის საფუძველია, რომელზეც უნდა ავაგოთ ახალი 21-ე საუკუნის რეალობა”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

ღონისძიებას ევროკავშირის ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალურ პირებთან ერთად, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონის ქვეყნებიდან 250-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის, მონაწილეები იყვნენ სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური წრეებიდან, ასევე გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოსა და ნატო-ს წარმომადგენლები.

თამარ ბერუჩაშვილი და ფედერიკა მოგერინი

თამარ ბერუჩაშვილი და ფედერიკა მოგერინი

კავშირი “საფარის” წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის მაისური წარწერებით “50/50” და “შოთა რუსთაველი” უსახსოვრეს.

თამარ ბერუჩაშვილის განმარტებით, მაისურები – 50/50 ნიშნავს იმას, რომ 2020 წლისთვის ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში თანაბარი უნდა იყოს.

“ეს ამბიციური მიზანია და მგონია, რომ მიღწევა შესაძლებელი იქნება. შოთა რუსთაველი კი იმიტომ აწერია, რომ მე-12 საუკუნეში მან თქვა – ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდაც ხვადია”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

“ამბიციურ მიზანთან” დაკავშირებით, ქალთა მოძრაობის წარმომადგენელმა ბაია პატარაიამ აღნიშნა, რომ 15 წელიწადში გენდერული ბალანსის აღდგენა საქართველოსთვის რთულად მისაღწევი მიზანია.

“15 წელიწადში გენდერული ბალანსი არ აღდგება ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა იმიტომ, რომ ქალებს აქვთ ძალიან ბევრი ბარიერები ცხოვრების ყველა ეტაპზე. ამიტომ, თუ გვინდა, რეალურად გენდერულ ბალანსს მივაღწიოთ, მაშინ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. წინააღმდეგ შემთხვევაში თავის მოტყუებაა იმის თქმა, რომ 15 წელიწადში რამე თავისით დალაგდება”, – ამბობს პატარაია.

ბაია პატარაია სიტუაციის გამოსწორების საწყის ეტაპად ქალთა პოლიტიკური გაძლიერების საკითხის ლობირებას მიიჩნევს და ამბობს, რომ პოლიტიკა ქალების გარეშე არ უნდა იქმნებოდეს.

“მხოლოდ 11 პროცენტია ქალები პოლიტიკაში და ეს იმდენად დაბალი მაჩვენებელია, რომ შეუძლებელია თუნდაც დღის წესრიგზე გავლენის მოხდენა. იმისთვის, რომ ზოგადად პოლიტიკა გახდეს უფრო მგრძნობიარე ქალთა პრობლემებისთვის, აუცილებელია ქალების იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ისინი ქმნიდნენ ამ პოლიტიკას და გეგმას საჭიროებებიდან გამომდინარე”, – ამბობს პატარაია.

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s