საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვისკენ სწრაფვა მდგრადი განვითარების განუყოფელი ნაწილია.

კვირიკაშვილმა ამის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანას კარგად აქვს გააზრებული ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და ზოგადად, ევროკავშირისთვის პრიორიტეტული საკითხების მნიშვნელობა, მათ შორის, გოგონათა და ქალთა ცხოვრების შესაცვლელად შემუშავებული ჩარჩო პოლიტიკით განსაზღვრული პრიორიტეტები.

“ქვეყნებს, რომელთაც დემოკრატიული განვითარება სურთ, ორიენტირებულნი უნდა იყვნენ ყველა ადამიანის საზოგადოებრივ ჩართულობაზე განურჩევლად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ სოციალურ განვითარებაში ქალთა სრულყოფილ და თანასწორ ჩართულობაზე. ამ ხედვას განურჩევლად სქესისა, ჩვენი მთავრობის ყველა წევრი იზიარებს. თუმცა, ვაცნობიერებთ, რომ სრული გენდერული თანასწორობისა და მსოფლიოში ქალთა მიერ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების შეუზღუდავი რეალიზებისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ჩვენ მზად ვართ, ამ სულისკვეთებით განვაგრძოთ რეფორმების გატარება და გვჯერა, რომ სწორედ ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც გენდერულ იდენტობაზე, ქალთა უფლებებზე და გენდერული თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით საბოლოოდ უნდა დაამარცხოს ქალთა დისკრიმინაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საერთო მიზნის მიღწევას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s