“ვისურვებდი, რომ “იდენტობა” კიდევ უფრო აქტიური იყოს და მეტი ადამიანი იყოს ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვაში ჩართული” – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” 5 წლიანი მუშაობა.

მიროტაძემ “17 მაისთან” საუბარში აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებებზე რაც მეტად ისაუბრებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მით უკეთესი იქნება, ვინაიდან ქართულ საზოგადოებას ახლა სწორედ ეს სჭირდება.

“ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება და გაგება იმისა, რომ ყველანი თანასწორები ვართ. დადებითად ვაფასებ “იდენტობას” საქმიანობას. ორგანიზაციები, რომლებიც იმ ადამიანების უფლებების დაცვაზე მუშაობენ, რომელთაც შესაძლოა რაღაც აქვთ გამორჩეული და განსხვავდებიან, ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ ისინი უნდა გარიყოს და მით უმეტეს, იძალადოს მასზე.

ვისურვებდი, რომ კიდევ “იდენტობა” უფრო აქტიური იყოს და მეტი ადამიანი იყოს ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვაში ჩართული. ასეთ ადამიანებს, როდესაც საზოგადოების მხრიდან არის აგრესია, ჩვენ უმძიმეს მდგომარეობაში ვაყენებთ, რადგან ასეთ შემთხვევებში მათ არ იციან როგორ იცხოვრონ. მათ აქვთ თავიანთი ცხოვრება და აქვთ უფლება, ისე იცხოვრონ, როგორც თავად სურთ”, – განუცხადა მიროტაძემ “17 მაისს”.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” 2010 წლის 8 ნოემბერს დაარსდა. უკვე ხუთი წელია, ის სხვადასხვა ნიშნის დისკრიმინაციის მსხვერპლი ადამიანების მიმღებლობის გაზრდისთვის მუშაობს. “იდენტობას” ეს მისია ემყარება რწმენას, რომ საზოგადოება აუცილებლად იქნება დემოკრატიული, თანმიმდევრული და ძლიერი, ეს კი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების (ლგბტქი), ქალების, რომა (ბოშების), შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირებისა და საზოგადოებისგან გარიყული ახალგაზრდების სრული ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელია.

დაარსების დღიდან დღემდე “იდენტობამ” სამართლებრივი და ფსიქოლოგიური დახმარება სხვადასხვა სახის ძალადობის და ჩაგვრის მსხვერპლ ასობით ადამიანს გაუწია.

დაარსებიდან ხუთი წლის თავზე, ორგანიზაცია საკუთარი საქმიანობის კრიტიკულ შეფასებას, გაწეული საქმიანობის შეჯამებას და მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ორგანიზაციის ახალ პლატფორმაზე გადასასვლელად მომზადებას იწყებს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s