ფედერიკა მოგერინი: “ამ დარბაზში ძალიან ბევრი ქალბატონია, მაგრამ, ასევე, ძალიან ბევრი მამაკაცია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმის გამო, რომ გვჯერა გენდერული თანასწორობის და გვჯერა, შეიცვლება სიტუაცია. გენდერული თანასწორობა არ არის მხოლოდ მორალური ვალდებულება ან სოციალური სტატუსი. ქალებისთვის და კაცებისთვის ერთი და იგივე უფლების მინიჭება, ეს არის ზუსტად ის საკითხი, რაც ამდიდრებს ჩვენს საზოგადოებას და რაც კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის. ეს არის განვითარების საკითხი. როცა ქალი ძლიერია, ძალიან ბევრ სარგებელს ნახულობს ამით საზოგადოება – ეკონომიკური და სოციალური ბარიერების დაძლევა უფრო მარტივდება, როდესაც ქალი ძლიერია და ის აღიარებულია საზოგადოების თანასწორ მოქალაქედ. ეს არის ჩვენი საზოგადოების მდგრადობის ნაწილი. ამისათვის ევროკავშირი მუშაობს ქალთა და გოგონათა უფლებებზე, როგორც მის მთავარ მიზნებზე.

გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანია და სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება. შესაძლოა ეს არ მოხდეს იმ ტემპით, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ აუცილებლად მოხდება. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ჩართულობა ცვლის რეგიონში ამინდს და სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ.

არის ისეთი მოვლენები, როდესაც ტერორისტული ორგანიზაციები მონებად აქცევენ ქალებს ჩვენს მეზობლად. ეს იმიტომ ხდება, რომ ეშინიათ ძლიერი ქალების. ეშინიათ ქალის ხმის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ხმა ხმამაღლა ჟღერს. სწორედ ამ ხმის დაცვა და გაძლიერება არის პოლიტიკური და მორალური ვალდებულება და არის ძლიერი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

კიდევ ერთი კულტურული ცვლილება ბავშვთა ზრუნვაა, რომელიც აუცილებლად უნდა გავიაზროთ. ჩვენ უნდა მივიდეთ ახალ ეტაპამდე და გვესმოდეს, რომ ბავშვი არა მარტო დედის, არამედ ორივე მშობლის – დედის შვილიცაა და მამის შვილიც. შესაბამისად, ორივე პარტნიორს თანასწორი მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მასზე ზრუნვაში. გასაგებია, ეს ხანდახან ძნელია, მაგრამ ორივეს თანაბარი სიტყვა ეთქმის და თანაბარი პასუხისმგებლობა აქვს.

ქალები ბიზნესში, ქალები სამეწარმეო საქმიანობის სფეროში და ა.შ. ძალიან ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს ქალმა, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკისთვის. ქალთა მიერ გარდასახვის შესაძლებლობა იმხელაა, რომ ხანდახან ვერც კი წარმოგვიდგენია ხოლმე ჩვენ.

10 წლის განმავლობაში 350 ათასმა სტუდენტმა შეძლო საშუალო განათლების მიღება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამით. გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ჩვენი ახალი ჩარჩო, რომელიც მოიცავს 2016-2020 წლებს, მიზნად ისახავს დამატებითი წინსვლის მიღწევას. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც გეოგრაფიულად ყველა რეგიონს შეეხება.

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე. ჟურნალისტებთან საუბრისას. 10 ნოემბერი. 2015.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

One Comment

  1. giorgi kharShiladze 11/11/2015, 15:42

    გენდერული თემის შემოგდება , მე მიმაჩნია ტრადიციული ოჯახების ნგრევის წინაპირობად. ღვთისა და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ზოგადად ქალის ფიზიკური თუ იNტელექტუალური შესაძლებლობები დაბალია კაცისაზე. ავიღოთ სპორტი სადაც ქალთა სარეკორდო ნიშნული გაცილებით დაბალია კაცისაზე, ხოლო ინტელექტუალური თვალსაზრისით ჭადრაკია თვალსაჩინო მაგალითი. მე ამით არამც და არამც არ ვამცირებ ქალის როლს პირიქით, ქალს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ერის გამრავლებაში, ასევე მომავალი თაობის აღზრდაში. საქართველოში ქალის და მით უფრო დედის კულტი ყოველთვის იყო. რა თქმა უნდა ქალები მოღვაწეობენ ყველა სფეროში და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ გინდა თუ არა სავალდებულო უნდა იყოს კაცის და ქალის თანაბარი წარმომადგენლობა ყველა სფეროში ეს მიზანშეუწონლად მიმაჩნია. ზოგ სფეროში ქალია მეტი, ზოგან კაცი. ეს ფსევდო თანასწორობა, კიდევ უფრო შეამცირებს შობადობას და ბავშვსაც დედის ყურადღება დააკლდება, რაც არა მგონია სასიკეთოდ წაადგეს ქვეყანას.

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s