“აუცილებელია, სახელმწიფომ ნარკოპოლიტიკას გადახედოს და ამ მიმართულებით ჯანდაცვის სერვისების გაფართოებაზე იმუშაოს”, – ეს განცხადება დღეს გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა, რომელიც სწორედ ნარკოპოლიტიკას შეეხებოდა.

მრგვალი მაგიდა სახელწოდებით “ჰუმანური ნარკოპოლიტიკა – ხელმისწავდომი ჯანდაცვა” ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა და ნარკომომხმარებელთა ქსელის ინიციატივით ჩატარდა.

ორგანოზატორების თქმით, მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, საქართველოს ნარკოპოლიტიკა დასჯაზეა ორიენტირებული, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირებისა და რესოციალიზაციის პროგრამების მიმართულებით ინვესტიცია კი მწირია.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის თავმჯდომარე, კახა კვაშილავა ამბობს, რომ არსებული ვითარება მწვავეა, შესაბამისად, სახელმწიფოს ნელა მოქმედების ფუფუნება არ აქვს.

“სახელმწიფომ ნარკოტიკების მოხმარება განიხილოს როგორც ჯანდაცვის პრობლემა და არა როგორც დანაშაული. მსოფლიოში ნარკოპოლიტიკის გადასინჯვა ხდება. ჩვენს მთავრობასაც მოვუწოდებ, შეცვალოს არსებული ვექტორი და ჯანდაცვის, ასევე ზიანის შემცირების სერვისების გაფართოებასა მათ უწყვეტობაზე გადაერთოს”.

კვაშილავა ხაზს იმასაც უსვამს, რომ 2 წელიწადში “გლობალური ფონდი” საქართველოში მუშაობას ასრულებს, ამ ეტაპზე კი არ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ორგანიზაციის პროგრამებსა და სერვისებს გადაიბარებს და მის უწყვეტობას უზრუნველყოფს.

“ეს სერვისებია შპრიცების გაცვლის პროგრამა, ჩანაცვლებითი თერაპია, ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა. დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრები არ არსებობს”.

ნარკოპოლიტიკის მართულებით კანონმდებლობა გარკვეულწილად გადაიხედა. დღეს, ზედოზირების შემთვევაში ადამიანს შეუძლია გამოიძახოს სასწრაფო დახმარება და მას პოლიცია არ მოყვება; სისხლის სამართლის კოდექსში გაიმიჯნა ნარკოტიკის მოხმარება და გასაღება, ასევე, პოლიციას აღარ ექნება უფლება, ფეხით მოსიარულე ნარკოტესტირებაზე გადაიყვანოს, თუ ის რამე სახის სამართალდარღვევას არ ჩაიდენს. თუმცა, კვაშილავას თქმით, ეს საკმარისი არ არის.

“ეს არ არის ის, რაც მოცემულ სიმწვავეს პასუხობს. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, არსებულ პრობლემას ნელი ნაბიჯებით ავყვეთ. რეპრესია და დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა ერთმანეთთან თანხვედარაში ვერ მოდის.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ის ვალდებულებები, რაც აღებული აქვს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არა ნელა, არამედ მაქსიმალურად ოპტიმალურ ვადებში შეასრულოს”, – ამბობს კვაშილავა.

ნარკომომხმარებელთა საქართველოს ქსელის ხელმძღვანელ, კონსტანტინე ლაბარტყავა კი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო იმ თანხებს, რაც ძალოვან ღონისძიებებზე იხარჯება, ნარკოდამოკიდებული ადამიანების გაჯანსაღებისკენ მიმართავს.

“დღეს, სამწუხაროდ, დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა გვაქვს. ამან წლების განმავლობაში შედეგი ვერ გამოიღო. ნარკოდამოკიდებული ადამიანები იყვნენ საზოგადოებისგან იზოლირებულები, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება იყო ხელყოფილი. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს და იმ თანხებს, რომელიც ძალოვან ღონისძიებებზე იხარჯება, სხვა ნარკოდამოკიდებული ადამიანების გაჯანსაღებაზე გადაამისამართებს”, – თქვა ლაბარტყავამ.

(c) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s