თუ 130-ე სკოლაში დისკრიმინაციას ან მის მცდელობას ჰქონდა ადგილი, უმკაცრესი და ადეკვატური ზომები იქნება მიღებული – ასე გამოეხმაურა განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნატა ასათიანი 130-ე სკოლაში განხორციელებულ დისკრიმინაციის ფაქტს.

ასათიანმა “17 მაისთან” საუბარში განმარტა, რომ საკითხის შესწავლა გუშინ დაიწყეს და სამინისტროს მონიტორინგის სამსახური აღნიშნულ ფაქტს სწავლობს.

“გუშინ საღამოსვე დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა და რეაგირება. დღეს დილიდან უკვე ჩვენი მონიტორინგისა და აუდიტის სამსახური სკოლაშია შესული და იკვლევენ ამ საკითხს. მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები მასწავლებლებს და სკოლის დირექტორს გაესაუბრებიან და რეაგირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რა შედეგს მიიღებენ ისინი”, – ამბობს ასათიანი.

იმ შემთხვევაში თუ მასწავლებლების მხრიდან დისკრიმინაციას, დისკრიმინაციის მცდელობას ან რასიზმს სკოლაში ადგილი ჰქონდა, ასათიანის თქმით, მათ წინააღმდეგ უმკაცრესი და ადეკვატური ზომები იქნება გატარებული.

უმკაცრესი ზომები კი მასწავლებლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა წერილი, რომელიც სკოლაში კანის ფერის ნიშნით დისკრიმინაციას ეხებოდა.

რუსა ამირეჯიბი 130-ე სკოლაში თავისი შვილისადმი განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ საუბრობდა.

ამირეჯიბის თქმით, 130-ე სკოლის დირექტორი და მასწავლებლები რასისტები არიან, ვინაიდან მის შვილს კანის ფერის გამო, შეურაცხყოფა მიაყენეს.

“აფრიკაში წადი, საზოგადოებაში შენი ადგილი არაა, ველურებში უნდა იყო და ა.შ”.

ამირეჯიბი განმარტავდა, რომ ბავშვებისთვის მასწავლებლებს არ უთქვამთ, რომ აღნიშნული საქციელი ცუდია.

“მიმის სამი სკოლა გამოვუცვალე, ხან რომელი მასწავლებელი ამოიჩემებდა, ხან რომელი, ხან რომელი მოსწავლე მიაძახებდა სასწაულებს. რცხვენოდეს ყველა ასეთ პედაგოგს და განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანს. ასეთი მსოფლმხედველობისა და აზროვნების ადამიანმა ჩემს შვილს ან თქვენს შვილებს რა უნდა ასწავლოს? მაინც არ მეგონა, პედაგოგებთან თუ მექნებოდა კონფლიქტი ამის გამო. ველოდებოდი, რომ შეწუხდებოდნენ და იმ ბავშვს დაარიგებდნენ ჩემ თვალწინ, მე ბოდიშს მომიხდიდნენ, 5 მასწავლებელი დირექტორის ჩათვლით ეცა მიმის, ჩემ თვალ წინ ატირეს! დანამდვილებით ვიცი, დღევანდელი ინციდენტის გამო, ამოიჩემებენ, როგორც სხვა სკოლებში, მიმის – აღარც კუთვნილ ნიშანს დაუწერენ და ხელსაც შეუშლიან. 5 ქალი, მანდატურის ჩათვლით, მეცა ყელში, ვიმეორებ, იმის ნაცვლად შერცხვენოდათ და თავი ჩაეღუნათ, მიმის ეჩხუბებოდნენ. ქართულის მასწავლებელმა მაკამ, მე ეგ თემა არ მეხებაო ასე გამომიცხადა”, – ამბობს ამირეჯიბი.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s