2014 წლის 10 ნოემბერს, პეკინის 14 ნომერში ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი მოკლეს.

მისი ცხედარი მაშველებმა მას შემდეგ იპოვეს, რაც მის ბინაში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. საბის დანით 9 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

საბის დედის თქმით, მისი შვილი ჯერ მოკლეს და ხანძარი ამის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს.

ლევან კოჭლაშვილი, ვინც შემდგომში საბის მკვლელობისთვის დააკავეს, თავს კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს, ბიანკა შიგუროვას დაესხა და მას სცემა.

კოჭლაშვილს ბრალი საბი ბერიანის განზრახ მკვლელობის, ბიანკა შიგუროვას ცემისა და ნივთების დაზიანებისთვის წარუდგინეს.

თუმცა, სასამართლომ ის დამნაშავედ მხოლოდ შიგუროვას ცემისა და ნივთების დაზიანებისთვის ცნო, საბი ბერიანის მკვლელობის ნაწილში კი გაამართლა. მთლიანობაში კოჭლოშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

(c) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

2 Comments

  1. ისა, “მას სცემა” რო არაა სწორი? “იგი სცემა” უნდა იყოს 🙂 ჟურნალისტები ხართ და ტეხავს 😉

    Like

    პასუხი

  2. Tamta Nachkebia 04/02/2016, 18:50

    ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის (ვ. თოფურიას რედაქციით) მიხედვით:
    სცემს; სცემდა; სცემა; სცემოს-მას 🙂

    ტეხავს, როცა საყვედურს ამბობ და თავადაც არ იცი ).

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s