დღეიდან 10 ნოემბერი ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალური დღეა – ინიციატივა ქართველ ლგბტ აქტივისტებს ეკუთვნით.

1 წლის წინ, 10 ნოემბერს ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი მოკლეს, შემდეგ კი მის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გააჩინეს. თუმცა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ არ სცნო.

აქტივისტებმა საბი ბერიანის დაღუპვის 1 წლისთავთან დაკავშირებით აქცია გამართეს და მკვლელის დასჯა მოითხოვეს. მათ სანთლები დაანთეს და ფრანები გაუშვეს.

“ვინაიდან თემს საბის მკვლელობით პირველად შეეხო ასე მტკივნეულად, ასეთი სისასტიკით ჰომოფობია, “ლგბტ საქართველოს” ინიციატივით 10 ნოემბერი ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალური დღე იქნება. 20 ნოემბერს კი ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა და ამასაც აუცილებლად აღვნიშნავთ”, – ამბობს აქციის მონაწილე ბარტ ნიკოლო.

აქცია იუსტიციის სახლთან კიდევ ერთი მიზეზის გამო გაიმართა – ტრანსგენდერი ადამიანები პირადობის დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის შეცვლას ითხოვენ, რადგან იმის გამო, რომ მათი სოციალური სქესი დოკუმენტებში აღნიშნულს არ ემთხვევა, ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალი პრობლემა ექმნებათ.

IMG_2581

IMG_2570

IMG_2584 IMG_2593 IMG_2594 IMG_2597 IMG_2600 IMG_2605 IMG_2607 IMG_2610 IMG_2618

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

One Comment

  1. იმხელა მოხვდა რო დაიბრიდა ფრთხილად ტრანსგედებიი , ზოგს ძაან დიდი აქვს 😦

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s