საქართველოში პირველი ინკლუზიური ქალაქი მცხეთა იქნება – ამის შესახებ ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე “ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისთვის” განაცხადეს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მომავალი წლიდან მცხეთისა და ძველი თბილისის ადაპტაცია იგეგმება.

“ინკლუზიური ტურიზმი მსოფლიოში ტურიზმის ერთ-ერთი დიდი სეგმენტია და საქართველოში ვმუშაობთ იმისთვის, რომ ტურიზმის ეს მიმართულება განვავითაროთ.

მცხეთა სრულიად ადაპტირებული იქნება. მისი ადაპტირების პროექტი უკვე დასრულებულია. მომავალი წლიდან გავაკეთებთ ინფრასტრუქტურას და მცხეთა მზად იქნება შშმ პირების მისაღებად.

ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ერთად შევქმენით ინკლუზიური პაკეტები, რაც ხელს შეუწყობს, იმ მრავალრიცხოვანი ადამიანების მოზიდვას, ვინც შშმ პირები არიან”, – განაცხადა ჩიგოვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, ინკლუზიური ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია, რათა ყველა ადამიანმა შეძლოს სხვადასხვა სანახაობებთან მისვლა და თითოეულმა მათგანმა მიიღოს ინფორმაცია იმ ფორმით, რისი აღქმაც მათ შეუძლიათ.

“მნიშვნელოვანი პროგრამა შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ, რომელიც საჯარო სივრცეების, საჯარო დაწესებულებებისა და მუნიციპალური შენობა-ნაგებობების შშმ პირებისთვის ადაპტაციას ითვალისწინებს. მათ შორისაა ტურისტული ადგილებიც, რომლებსაც ადაპტაცია სჭირდება”, – აღნიშნა ნარმანიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ინკლუზიური ტურიზმის განვითარება ქვეყნისა და მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

“მიგვაჩნია, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია შშმ პირებზე ზრუნვა და მათთვის შესაბამისი პირობის შექმნა, რომელიც მათ დასვენებისა და ცხოვრებით სიამოვნების საშუალებას მისცემს, რათა უფრო მეტი სოციალიზაცია მოახდინონ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კონფერენცია ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისთვის”თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

ფოტო

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s