ტრანსგენდერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით “იდენტობა” ბლოგ-პოსტების კონკურსს აცხადებს.

განაცხადის შეტანის ბოლო დღე 17 ნოემბერია.

20 ნოემბერს ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. 20 ნოემბერს ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე მრავალი წელია მსოფლიოში აღინიშნება. ბოლო რამდენიმე წელია ამ დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ

ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე 1999 წელს, რიტა ჰესტერის პატივსაცემად დაწესდა. ჰესტერი ტრანსგენდერი ქალი იყო, რომელიც 1998 წლის 28 ნოემბერს სასტიკად მოკლეს. ჰესტერის მკვლელობა, ისევე როგორც, ტრანსგენდერთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების უმეტესობა გამოუძიებელი დარჩა.

2014 წელს საქართველო იმ ქვეყნების რიგს შეუერთდა, სადაც ტრანსფობიურ ნიადაგზე ადამიანს კლავენ. შესაბამსიად ტრანსგენდერ ადამიანთა შესახებ ინფორმაციის და მიმღებლობის უქონლობის საკითხი მწვავედ დგას.

ბლოგების კონკურსი მიზნად სწორედ ამ ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსებას ისახავს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მიიღება როგორც ანალიტიკური, ასევე მხატვრული სტილით შექმნილი ნაშრომები. ტექსტის მაქსიმალური მოცულობა 2500 სიტყვას არ უნდა აღემატებოდეს. ნაშრომი საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანთა მდგომარეობასა და პრობლემატიკას უნდა ეხებოდეს. კონკურსის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ჟიური, რომელიც გამოავლენს ხუთ საუკეთესო ნაშრომს. გამარჯვებულები სერთიფიკატებით დაჯილდოვდებიან. ამასთან, ჟიური ერთ საუკეთესო კონკურსანტს გამოავლენს, რომელსაც სპეციალური პრიზი გადაეცემა. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება იდენტობას საიტზე, ხოლო ავტორები თავიანთი ნაშრომების პრეზენტაციას 20 ნოემბერს, ტრანსგენდერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე შეძლებენ. ამავე საღამოს გამარჯვებული ავტორის დაჯილდოებაც გაიმართება.

დაინტერესებულმა პირებმა ნაშრომი და ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ გაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე keti@identoba.com, დამატებითი შეკითხვებისთვის კი- დარეკოთ ნომერზე 2305614.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s