ალბათ, ნებისმიერ თქვენგანს გქონიათ მომენტი, როდესაც ძალიან დაღლილი ან მშიერი სახლისკენ მიდიხართ, ერთი სული გაქვთ მალე მიხვიდეთ, მაცივარი გააღოთ და ამოისუნთქოთ. ყველაფერს მოამზადებთ, რომ ჭამოთ და უცებ აღმოაჩენთ, რომ სახლში პური არ გაქვთ. ამ დროს ყოველთვის საშინელი იმედგაცრუების გრძნობა მეუფლება ხოლმე, მაგრამ ეს გრძნობა ახლა გაცილებით გამძაფრებულადაა ჩემში.

XI კლასიდან დავიწყე ფიქრი, სად შეიძლებოდა სწავლა გამეგრძელებინა და ზუსტად ის სიტუაცია დამხვედროდა, რომელიც სწავლის მისაღებად ჩემთვის იდეალურად წარმომედგინა. ზოგი რას მირჩევდა, ზოგიც რას. საბოლოოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავწყვიტე სწავლა.

მეგონა, ყველაფერი იდეალურად იქნებოდა – უნივერსიტეტის სივრცეში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ტოლერანტობა, მიმღებლობა, ადამიანის მიღება მისი რწმენისა და აღმსარებლობის მიუხედავად. ჩემთვის მიწიერ სამოთხეს ველოდი.

უნივერსიტეტში სიტუაცია იმის საპირისპირო დამხვდა, რასაც ველოდი.

მე ვსწავლობ უნივერსიტეტში, სადაც – ჩემი ასაკის ადამიანების უმრავლესობა თავისუფალ აზროვნებას მოკლებულია; ლექტორები სტუდენტების ანტიპათიისგან თავის არიდების მიზნით, არც კი ეხებიან ისეთ თემებს, რომლებიც ტაბუირებულად ითვლება და რომლებიც სტუდენტებს სამართლიან, თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს; სადაც შშმ პირებისათვის პანდუსი მხოლოდ უნივერსიტეტის უკანა შემოსასვლელს აქვს და ესეც მხოლოდ ფასადურია, რადგან ის მეორე სართულზე არც კი გრძელდება.

ვხედავ, როგორ უპირისპირდებიან თვითმმართველობის წევრები საკუთარ უნივერსიტეტს და იმ ძალადობის წამომწყებები არიან, რომელსაც ლია უკლებას ნახატთან დაკავშირებით წავაწყდით.

ვხედავ, როგორ დასცინიან და მასხარად იგდებენ ზაზას მხოლოდ იმიტომ, რომ ის უნივერსიტეტში დამლაგებლად მუშაობს და შშმ პირია.

ხშირად ვგრძნობ, რომ სკოლის დაწყებით საფეხურზე ვარ მაშინ, როდესაც ლექტორები ხშირად გვიტოვებენ ერთსა და იმავე სალექციო მასალას;

ვხედავ, როგორ ცდილობს ლექტორი საკუთარი აზრი გამოხატოს ჩვენთან და ხშირად იმეორებს ერთი და იგივე წინადადების სხვა სიტყვებით;

ვხედავ, სტუდენტური დასაქმების ვაკანსიის გამოცხადებამდე როგორაა წინასწარ ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს ამ ადგილს;

ვხედავ, როგორ არღვევს დაცვა რიგს და წინ ატარებს იმ სტუდენტებს, რომელთა მიმართაც სიმპათიითაა განწყობილი;

ვხედავ, როგორ ვსწავლობთ უამრავ თანამედროვე მწერალს და ფილოსოფოსს (რომელთა მთავარი ნაშრომები რელიგიას ეხება) ისე, რომ რელიგიას საერთოდ არ ვეხებით ერთი მარტივი მიზეზის გამო – მართლმადიდებელი სტუდენტებისათვის სენსიტიური თემაა და მათი გაღიზიანება არ გამოიწვიოს.

ისე, სახლში პურის არქონა ბევრჯერ უფრო ნაკლებად სამწუხარო შეიძლება იყოს, ვიდრე იმ საკითხში იმედგაცრუება, რომელზეც ფიქრობ, რომ შენი წარმატებაა დამკიდებული.

ლევან მექვაბიძე

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

One Comment

  1. Shubitidze Muradi 11/11/2015, 18:36

    modi nu miacmoacvav raaa

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s