“როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, ყოველთვის მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ვიღაცა ვიღაცას ჩაგრავდა. ახლაც ასეა. ბულინგი ჩემთვის მიუღებელია” – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოსო ჯაჭვლიანმა “17 მაისის” კითხვას ბულინგთან დაკავშირებით.

ჯაჭვლიანის თქმით, ბულინგის პრევენციის ერთ-ერთი საშუალება ბულერებთან (მჩაგვრელებთან) დიალოგი და მათთვის იმის ახსნაა, რომ სხვისი ჩაგვრა ცუდია.

“ორი კვირის წინ, 9-10 წლის ბავშვები კლასელზე რაღაცებს ამბობდნენ. მივედი და დაველაპარაკე. ისე შერცხვათ, რომ გაჩუმდნენ. ვფიქრობ, სწორედ ასეთ საუბრებს და მაგალითის მიცემას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

ბულინგის შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა, მოხდება კიდეც, მაგრამ გააჩნია მის მიზეზებს. ამას სერიოზული ფსიქოლოგების, სოციოლოგების მუშაობა და სერიოზული კანონების მიღება სჭირდება”, – ამბობს ჯაჭვლიანი.

ტერმინი ბულინგი ფიზიკურ და/ან ფსიქოლოგიურ ძალადობას ნიშნავს, რომელიც ბავშვის მიმართ თანაკლასელების ან სხვა ბავშვების მიერ ხორციელდება. ის, ვინც ბულინგს მიმართავს, მიზნად ისახავს მსხვერპლის დაშინებასა და დამორჩილებას.

2012 წელს “იუნისეფმა” სკოლებში არსებული ძალადობის შემთხვევები შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ საქართველოში გამოკითხული ბავშვების 80%-მა ერთხელ მაინც განიცადა სკოლაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s