ხუთშაბათი, 12 ნოემბერი იდენტობაში ჯანმრთელობის დღეა – ამ დღეს სექსოლოგი, ფთიზიატრი და ექიმი-ლაბორანტი აივზე, B და C ჰეპატიტზე, ასევე სქესობრივი გზით გადამდებ ყველა სახის ინფექციებზე ანალიზს ჩაატარებენ. მსურველები უფასო კონსულტაციის მიღებასაც შეძლებენ.

“იდენტობასთან” ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია “აკესოს” საქართველოს ფილიალი თანამშრომლობს.

“იდენტობას” სოციალური მუშაკი, ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ ამ ინიციატივას ქართული რეალობის და მოსახლეობის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

“კონსულტაცია და ანალიზები საკმაოდ ძვირი ჯდება და ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ექიმთან მისვლის საშუალება არ აქვთ. შესაბამისად, ეს ფინანსური ბარიერი მათ ჯანმრთელობას ძალიან სერიოზულად აზიანებს.

ამიტომ “იდენტობა” ყოველთვის მზად არის ითანამშრომლოს ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობენ და თავის ბენეფიციარებს და არა მარტო მათ ისეთი სერვისი შესთავაზოს, რომელიც ფინანსურ დანახარჯთან არ იქნება დაკავშირებული და ამავდროულად ადამიანებს საშუალებას მისცემს, თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააკონტროლონ”.

ექიმების მომსახურებით სარგებლობა 12 ნოემბერს, შუადღის 2-ის ნახევრიდან 18 საათამდე არის შესაძლებელი. წინასწარ ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 2305614, 595485070.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s