15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 მიიღეს. ის 2000 წელს შეიქმნა, რათა საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება უზრუნველყოს.

2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭო ამბობს, რომ ის იაზრებს მშვიდობის შექმნასა და შენებაში ქალების მონაწილეობის კრიტიკულ მნიშვნელობას და აქვეყნებს ფოტოებს არქივიდან, რომლებზეც ასახულნი არიან ქალები კონფლიქტური რეგიონებიდან.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქალების გამოცდილება კაცების გამოცდილებისგან განსხვავდება. ისინი ხედავენ იმ გავლენას, რასაც კონფლიქტი, გაზრდილი შეიარაღება და ძალადობრივი ექსტრემიზმი მათ ქალაქებსა და სოფლებზე, ოჯახებსა და თავად მათზე ახდენს. ისინი იწყებენ ზრუნვას გადარჩენისა და სიცოცხლის გაგრძელებისთვის –  ცდილობენ, განათლება ხელმისაწვდომი დარჩეს, აგრძელებენ კარიერას, ხშირ შემთხვევაში კი თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან შორს მიდიან, რათა შვილები უსაფრთხოდ ჰყავდეთ. ისინი კონფლიქტის პრევენციაზეც ზრუნავენ, არიან აქტივისტები, მოსამართლეები და ხელისუფლების წარმომადგენლები.

ნეპალში, მთავრობის წინააღმდეგ მიმართული აქციების დროს დემონსტრანტებმა კატმანდუს ცენტრალური უბნები დაიკავეს, ერთ-ერთ ქუჩაზე კი პოლიციასთან შეტაკება მოხდა.

nepali

ნეპალი, კატმანდუ, 2006 წელი. ©Jonas Bendiksen/Magnum Photos

მიანმარში 1962 წლიდან 2011 წლამდე ხუნტას სამხედრო მმართველობა სამოქალაქო მმართველობით იცვლებოდა, თუმცა აქ ამის შემდეგაც მრავალი ეთნიკური კონფლიქტი და აჯანყება მოხდა. მიანმარმა 2015 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ აუცილებელია, ქალებმა მიიღონ მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რათა გაზარდონ წარმატების მიღწევის შანსი შეთანხმების მიღწევასა და მის იმპლემენტაციაში.

მიანმარი, იანგონი, 2014 წელი ©Chris Steele-Perkins/Magnum Photos

მიანმარი, იანგონი, 2014 წელი
©Chris Steele-Perkins/Magnum Photos

რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში, რუსი ქალი ვერა კვლავ ჩეჩნეთში, თავის ჩეჩენ ქმარსა და მის ნათესავებთან ერთად ცხოვრობს. ფოტოზე მისი შვილიშვილი სათამაშო პისტოლეტით თამაშობს.

სამაშკი, საზღვარი ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის, 2000 წელი. ©Thomas Dworzak/Magnum Photos

სამაშკი, საზღვარი ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის, 2000 წელი. ©Thomas Dworzak/Magnum Photos

18 წლის თორინ ხაირეგი იმ ქურთ ქალთა სამხედრო ჯგუფის წევრია, რომელიც ISIS-ის წინააღმდეგ იბრძვის. სირიის კონფლიქტი ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამწვავდა და მილიონობით ადამიანი ლტოლვილად აქცია, 200 ათასზე მეტი კი დაიღუპა. მანამ, სანამ ზოგიერთი სირიელი ქალი სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობს, მრავალი – შეიარაღებულ ჯგუფებს უერთდება.

სირია, სემალკას საზღვარი, 2015 წელი. ©Thomas Dworzak/Magnum Photos

ქალი ზურგით ატარებს 52 წლის ქმარს, რომელმაც სიარულის უნარი 1973 წელს, ვიეტნამის ომში დაკარგა. ხშირად, როგორც კონფლიქტის, ასევე პოსტ კონფლიქტურ პერიოდებში, ქალებს მზრუნველის როლი ეკისრებათ. ისინი, როგორც წესი, დიასახლისები, მოხუცების, ბავშვებისა და დაჭრილების მომვლელები არიან.

ვიეტნამი, ჰანოი, 2004 წელი. ©Patrick Zachmann /Magnum Photos

ვიეტნამი, ჰანოი, 2004 წელი. ©Patrick Zachmann /Magnum Photos

ფოტოზე სასამართლო პროცესია ასახული. შენიღბული ადამიანი, რომელიც ჩვენებას აძლევს, ქალია. ის 37-მა კონგოელმა ჯარისკაცმა გააუპატიურა. დამნაშავეები მის უკან სხედან. 2012 წელს მინოვაში სექსუალური ძალადობის 1000 მსხვერპლის იდენტიფიცირება მოხდა. მათგან სასამართლოს მხოლოდ 47-მა მიმართა. ქალები ჩვენებას ანონიმურად მათი უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის აძლევენ.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მინოვა, 2014 წელი ©Michael Christopher Brown/Magnum Photos

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მინოვა, 2014 წელი ©Michael Christopher Brown/Magnum Photos

ფოტოზე ასახულნი არიან პროკურორები ჩეა ლენგი და რობერტ პეტიტი კამბოჯის სასამართლოების საგანგებო პალატის (Extraordinary Chambers in the Courts of Cambodia) გახსნაზე. ECCC შერეული სასამართლოა, რომელიც 2003 წლის გაეროსა და კამბოჯის მთავრობის შეთანხმებით შეიქმნა და რომელიც 1970-იანი წლების ბოლოს, ხმერ რუჟის რეჟიმის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულსა და გენოციდში ბრალდებულებს ასამართლებს. ჰიბრიდული ტრიბუნალი გენდერული ნიშნით და სექსუალური ძალადობის დანაშაულსაც ითვალისწინებს. გაეროს ქალთა ფონდის დახმარებით, ECCC ხმერის რეჟიმის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ხმის ამაღლებაში ეხმარება. ქალების აქტიურობა აუცილებელია მშვიდობის დამყარებასა და სასამართლოს ტრანსფორმაციისთვის.

კამბოჯა, ფნომ ფენჰი, 2009 წელი. ©John Vink/Magnum Photos

კამბოჯა, ფნომ ფენჰი, 2009 წელი. ©John Vink/Magnum Photos

კიკი კატესემ ოჯახი 1994 წელს, გენოციდის გამო დაკარგა, რომელმაც მთლიანობაში 1 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა. მოგვიანებით მან გადაწყვიტა, გადარჩენილ ქალებს ტრავმასთან გამკლავებაში დახმარებოდა. ამიტომ, მან რუანდაში პირველი ქალ დრამერთა ჯგუფი შექმნა.

2003 წლის მაისში რუანდელებმა ახალი კონსტიტუცია მიიღეს, რომლითაც განსაზღვრულია, რომ მთავრობაში გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობების 30% ქალებს უნდა ეკავოთ. კატესე არის მაგალითი, როგორი მნიშვნელოვანია ქალთა ძალისხმევა ახალი საზოგადოების მშენებლობაში. რუანდაში 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში სადეპუტატო მანდატების 49% ქალებმა მიიღეს, შესაბამისად, რუანდა მსოფლიოში ქალი პარლამენტარების რაოდენობით პირველ ადგილზეა.

რუანდა, 2014 წელი. ©Michael Christopher Brown/Magnum Photos

რუანდა, 2014 წელი. ©Michael Christopher Brown/Magnum Photos

წყარო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია 

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s