“კომპანია “დეშელში” ისე დამიხატეს სიტუაცია მეგონა, “VAZ-2101″ ავტომანქანის ფასად, მერსედესის მარკის მანქანას ვყიდულობდი” – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობაში” გამართულ შეხვედრაზე აგრესიული მარკეტინგით დაზარალებულმა ქალმა განაცხადა.

“დეშელისა” და “ლაქშერისგან” დაზარალებული ქალები თითქმის ერთსა და იმავე ტექსტს ყვებიან – ხელშეკრულებას თითქმის არ კითხულობენ და ისე აწერენ ხელს, თანხის მთლიან რაოდენობას პირდაპირ არ ეუბნებიან და სესხს ბანკის წარმომადგენელი ძალიან სწრაფად უმტკიცებს.

“იდენტობას” იურისტი მარი გელაშვილი ამბობს, რომ “დეშელი” ქალებს სრულ თანხას არ ეუბნება და დღეში ორი ლარის, ან თვეში 60 ლარის გადახდაზე აპელირებენ.

“ისინი ვერ აღიქვამენ, რა თანხაზეა საუბარი და ამას მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ აანალიზებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალები ეუბნებიან, ფულის გადახდას ვერ მოახერხებენ, ისინი სხვადასხვა გზებით იყოლიებენ. ეუბნებიან, რომ “ვიაიპ” კლიენტები არიან, აქციით სარგებლობის საშუალება მიეცათ და ა.შ. უქმნიან იმის შთაბეჭდილებას, რომ მათ ძალიან გაუმართლათ. კომპანიის მხრიდან ქალებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება”, – ამბობს გელაშვილი.

იურისტის თქმით, “იდენტობა” ქალებს მომსახურების ხელშეკრულების გაუქმებაში დაეხმარება.

“პირველ რიგში, ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით იმ ორგანიზაციებს მივმართავთ, სადაც ეს ხელშეკრულებები გააფორმეს. ამ ქალებს ამის სრული უფლება აქვთ. თუ კი კომპანიებისგან უარს მივიღებთ, მერე სასამართლო წესით ვიბრძოლებთ ამ ქალების უფლებების დასაცავად”, – ამბობს გელაშვილი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მოშლა შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s