არასამთავრობო ორგანიზაციები მაღალი თანამდებობის პირებს და პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, ადეკვატურად გაიაზრონ სამოქალაქო სექტორის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში და საკუთარ საჯარო გამოსვლებში დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის დემონსტრირება მოახდინონ.

ორგანიზაციების ეს მიმართვა 10 ოქტომბერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება, რომლითაც მან საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გააკრიტიკა და თქვა, რომ ის “სამოქალაქო საზოგადოებას აბინძურებს”.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი სტუმრობდა. მათი თქმით, ეს ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი იყო.

“ქალბატონი მოგერინის ოფიციალური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი იყო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იყო ქვეყანაში არსებული ვითარება. ბიძინა ივანიშვილისა და სახელისუფლო პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიმართ გამოხატული დაუსაბუთებელი კრიტიკა კი საზოგადოებაში შეიძლება აღიქმებოდეს არა მხოლოდ იმ აქტორებზე თავდასხმად, რომლებიც ცდილობენ დაიცვან სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების იდეა, არამედ თავად ამ ღირებულებების დაკნინების მცდელობად, რომელიც განსაკუთრებით პრობლემურია ევროინტეგრაციის მიმდინარე პროცესის ფონზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ:

“ • მაღალი თანამდებობის პირებმა და პოლიტიკოსებმა ადეკვატურად გაიაზრონ სამოქალაქო სექტორის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში და საკუთარ საჯარო გამოსვლებში მოახდინონ დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის დემონსტრირება;
• მაშინ, როდესაც საქართველოში მაღალი რანგის ევროპელი სტუმარი იმყოფებოდა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მომენტის შეფასებასაც ემსახურებოდა, ყოფილი პრემიერის კრიტიკული განცხადებები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით შესაძლოა უარყოფითად აისახოს ვიზიტის შედეგებზე;
• ყოფილი პრემიერის მცდელობა კრიტიკული მოსაზრებების გამო დემოკრატიული ინსტიტუტები დააკავშიროს ოპონენტ პოლიტიკურ პარტიებთან და ამით მათი დამოუკიდებელი სტატუსი და შეფასებები ეჭვის ქვეშ დააყენოს, განსხვავებული მოსაზრებების მიუღებლობაზე მეტყველებს;
• ყოფილი პრემიერის კრიტიკული ხედვები, საქართველოს ხელისუფლებაზე მისი არაფორმალური გავლენის პირობებში, უარყოფით გავლენას ახდენს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მოხელეებისა და პოლიტიკოსების განწყობების ფორმირებაზე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მას ხელს სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, იდენტობა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ტოლეანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი “ემპათია, სტრატეგიული კომუნიკაციისა და დემოკრატიის ცენტრი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აწერენ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s