არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობასა” და ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია “აკესოს” თანამშრომლობით, B და C ჰეპატიტებზე, სქესობრივი გზით გადამდებ ყველა სახის ინფექციებზე ანალიზი 20-მდე ადამიანმა ჩაიტარა. გარდა ამისა, მათ სექსოლოგისა და ფთიზიატრის უფასო მომსახურება მიიღეს.

ანალიზები “იდენტობას” ოფისში გუშინ, 12 ნოემბერს ჩატარდა.

ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია “აკესოს” სოციალური მუშაკი ლალი ფხალაძე “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ მათი ძირითადი მიზანი ზიანის შემცირებაა.

“ჩვენი მიზანი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ნიშნით, ზიანის შემცირებაა. “იდენტობასთან” თანამშრომლობით მსგავსი ტიპის გამოკვლევები ადრეც ჩავატარეთ და საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი მუშაობა”, – ამბობს ფხალაძე.

ანალიზების ჩატარების, ექიმების მომსახურებისა და კონსულტაციის გარდა, დაინტერესებულმა პირებმა სგგ დაავადებების შესახებ ინფორმაციაც მიიღეს.

“ბევრმა ადამიანმა იცის ამ ინფექციების შესახებ, მაგრამ ბევრი დეტალი არ იციან და აინტერესებთ. ჩვენ მათ ამ ინფორმაციას ვაწვდით და თავდაცვის ხერხებზეც ვესაუბრებით”, – ამბობს “აკესოს” სოციალური მუშაკი.

ლალი ფხალაძის თქმით, ექიმების უმრავლესობა მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობას ერიდება. მისი თქმით, ყველა ადამიანი იმსახურებს მომსახურების მიღებას მიუხედავად ორიენტაციისა.

აკესო საქართველოში პირველი, ქალთა თვითორგანიზაციაა, რომლის ძირითადი და უმთავრესი ფოკუსია ქალები, რომლებიც კრიზისულ სიტუაციებში არიან; ქალები, რომლებიც არიან კომერციული სექს მუშაკები, ნარკოტიკების მომხმარებლები; ასევე ქალები, რომლებიც არიან ნებისმიერი ტიპის ძალადობის მსხვერპლები და წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფებს – ტუბერკულოზის, ცე ჰეპატიტის, აივ-შიდსის ინფიცირების თვალსაზრისით.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

 

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s