“მეუფე იოანემ აღნიშნა, რომ ქრისტიანული ღირებულებები არ ეწინააღმდეგება ლიბერალურ ღირებულებებს. ეს მართლაც ასეა, თანამედროვე დემოკრატია ქრისტიანულ ღირებულებებზე დგას, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ საპატრიარქო არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით ქრისტიანულ ორგანიზაციას, იქიდან გამომდინარე, რომ ის ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეს ხშირად სისტემურ ძალადობაშიც ვლინდება.
მე წავიკითხე საპატრიარქოს მოსაზრება და განცხადება “მე და საზოგადოების” შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ განცხადებაში ერთი ნაწილი, სადაც საპატრიარქო აღნიშნავს, რომ “ჩვენს ქვეყანაში არსებული რელიგიები არ განიხილება არც ისტორიულ ჭრილში, არც იმის მიხედვით, რომელია საქართველოში დომინანტური რელიგია”. მე ვფიქრობ, ამ საგანთან წინააღმდეგობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ საპატრიარქო ფიქრობს, რომ ის საჯარო სივრცეზე მონოპოლიას დაკარგავს, მისი განხილვა მოხდება, როგორც სხვა რელიგიების თანასწორი და არა დომინანტური. საპატრიარქო სწორედ ამას შიშობს”.
“ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” დირექტორი, ეკა ჭითანავა საგნის “მე და საზოგადოება” შესახებ გამართულ დისკუსიაზე. 12 ნოემბერი, 2015 წელი.