შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალის გატაცების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.

შემთხვევა 11 ნოემბერს მოხდა, როდესაც თემურ ხ-მ ქობულეთში მცხოვრები, 1981 წელს დაბადებული ანეტა გ. სამსახურიდან იარაღის მუქარით, იძულებით გამოიყვანა. ამის შემდეგ კი თანამზრახველებთან ერთად, მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

ბრალდებულებმა რეზო ხ-ს კუთვნილი ავტომანქანით ანეტა გ. ოზურგეთში ერთ-ერთი ნაცნობის სახლში წაიყვანეს, სადაც მას თავისუფლად გადაადგილების საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ.

ბრალდებულები, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თემურ ხ, 1988 წელს დაბადებული რეზო ხ, 1981 წელს დაბადებული ვაჟა ხ. და 1981 წელს დაბადებული მანუჩარ თ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ოზურგეთში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, თემურ ხ-ს და რეზო ხ-ს პირადი ჩხრეკისას ორი ცეცხლსასროლი იარაღი, 11 ვაზნა და 2 მჭიდი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ნარკოლოგიური ექსპერტიზით, მანუჩარ თ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, ხოლო თემურ ხ-ს და რეზო ხ-ს მიმართ ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის 2-ე და 3 ნაწილებით მიმდინარეობს.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s