საქართველოს პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების ახალი ვარიანტი წარედგინა.

“საარჩევნო კოდექსსა” და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი დეპუტატების – ნანა ყეინიშვილისა და თემურ ჭკუასელის სახელით არის ინიცირებული. პროექტის ავტორი თამაზ კრავეიშვილია.

კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ინიციატორთა აზრით, ეს საქართველოს პარლამენტში, სულ მცირე, 23 განსხვავებული სქესის პარლამენტარის არჩევას უზრუნველყოფს.

“საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით სქესის პრინციპის დაცვა პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლით შეცვლის შემთხვევაშიც არის გათვალისწინებული. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, თუ პარლამენტის გამოკლებული წევრი პარტიული სიით იყო არჩეული, პარლამენტში მის ადგილს იმავე სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი იკავებს. ინიცირებული კანონპროექტით კი, თუ რიგით მომდევნო კანდიდატი პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს, ასეთ შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილს სიაში მომდევნო იმავე სქესის პარლამენტის წევრობის კანდიდატი იკავებს.

კანონპროექტი საკრებულოებში პროპორციული წესით ასარჩევ ქალთა რაოდენობის გაზრდასაც ითვალისწინებს.

გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით პარლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტია დარეგისტრირებული. “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის“ ინიციატივის მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო რეგისტრაციისთვის სიების შედგენისას სავალდებულო გენდერული კვოტა უნდა დაიცვან და სიის ყოველ მეორე წევრად ქალი უნდა დაასახელონ. რის შედეგადაც პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 25%-გახდება, რაც ნიშნავს, რომ 150 დეპუტატიდან 38 ქალი იქნება.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s