12 ნოემბერს უკრაინის პარლამენტის 234-მა წევრმა კენჭისყრისას უკრაინის შრომის კოდექსში ანტიდისკრიმინაციული მუხლის შეცვლის სასარგებლოდ ხმა მისცა, რაც უკრაინაში ლგბტი პირთა უფლებების დაცვის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია.

კერძოდ კი, შრომის კოდექსის ანტიდისკრიმინაციულ ნაწილში სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, როგორც დისკრიმინაციისგან დაცვის საფუძველი, შეიტანეს.

“ლგბტი მოძრაობაზე საუბრისას ხშირად ვამბობთ ცვლილებაზე და ზოგჯერ ეს უცნაური და მიუღწეველიც კი გვეჩვენება. დღეს, უკრაინაში სწორედ ამ მნიშვნელოვანი ცვლილების დღეა. ეს შედეგი ლგბტი თემის გამარჯვებაა და ჩვენი ორგანიზაცია ყველა იმ პარლამენტარს ულოცავს, რომელმაც ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების სასარგებლოდ მისცა ხმა”, – ამბობს ორგანიზაცია ILGA Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი, ეველინ პარადისი.

კენჭისყრა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციას არ ეხებოდა. ეს შესაძლოა, უკრაინის მხრიდან ლგბტ ადამიანებს უფლებების დაცვის კუთხით, ახალ ეტაპად იქცა. ახლა უკრაინის ხელისუფლება გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. მათ აიღეს პასუხისმგებლობა, რომ კოდექსში შეტანილი ცვლილებები შესაბამისად განხორციელდეს.

ანტიდისკრიმინაციული მუხლი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის ერთ-ერთი მოთხოვნაა. ამ თვეში უკრაინის პარლამენტარებმა უკვე მესამედ გაიტანეს ეს საკითხი კენჭისყრაზე. მას შემდეგ, რაც წინა ორ კენჭისყრაზე ეს საკითხი ჩავარდა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ლგბტ აქტივისტებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები მოაწყვეს.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s