სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ გიორგი მარგველაშვილს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადასცა. საქართველოს პრეზიდენტი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნომინაციაში “საჯარო მოხელე” დაჯილდოვდა.

რელიგიათა საბჭო, ისევე როგორც რელიგიურ უმცირესობათა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს ტოლერანტობის ქომაგებს: მედიას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას ხელი შეუწყვეს.

რელიგიათა საბჭომ ნომინაციაში “პიროვნება” ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო სოფელ ჭელას ბიბლიოთეკის თანამშრომელს, ფრიდონ აბაშიძეს გადაეცა.

ნომინაციაში “ორგანიზაცია” “თავისუფალი უნივერსიტეტი” დაჯილდოვდა.

მედიებს შორის ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო კი “სტუდია რესტელედისკუსიათა ციკლმა დაიმსახურა.

რაც შეეხება ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს, მათი ჯილდოები ასე გადანაწილდა:

ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო ნომინაციაში “საჯარო მოხელე” – ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარს, რამინა ბერაძეს გადაეცა.

ნომინაციაში “პიროვნება” – ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ყოფილი წევრი, თამაზ ავდალიანი დაჯილდოვდა.

ნომინაცია “ორგანიზაცია” – მირზა ფათალი, ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის თეატრი.

ნომინაცია “მედიასაშუალება” – გაზეთი “ვრასტანი”.

ღონისძიებაზე, რომელიც ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა, ომბუდსმენმა საჯარო მოხელეებს, ასევე დიპლომატიური მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და ტოლერანტობის მდგომარეობა მიმოიხილა.

“მიმდინარე წელს გარკვეულწილად შემცირდა ინციდენტები, თუმცა რეალობაა ის, რომ არ არის ბოლომდე გამოძიებული ძველი საქმეები, მათ შორის წინა წლებში მომხდარი არაერთი ინციდენტი, ხოლო მასში მონაწილე მოძალადეები არ არიან დასჯილნი. სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისადმი სახელმწიფო უწყებები ხშირად იჩენენ გულგრილობას, რაც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას დისკრიმინაციისა და ძალადობის ფაქტების გამრავლებაზე”, – თქვა უჩა ნანუაშვილმა.

ტოლერანტობის დღე 1996 წელს გაეროს ინიციატივით დაარსდა და ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ამ დღის დაწესებამდე რამდენიმე თვით ადრე, 1995 წლის 16 ნოემბერს, იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s