თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლის მეპატრონე, ზურაბ ვაშაკიძე “17 მაისთან” ამბობს, რომ საკუთარ სახლთან თოფის სროლის ხმა გაიგო და გარეთ გამოსვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი ერთ-ერთი ძაღლი კოჭლობდა.

ვაშაკიძე ამბობს, რომ ძაღლს მეზობელმა ესროლა და ამის მიზეზი, სავარაუდოდ მეზობლის ცხოველებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებაა.

“თვითონ ვნახე, როგორ მოკლა ჩემმა მეზობელმა რამდენიმე თვის წინ სხვისი ძაღლი. მაშინ პოლიცია არ გამოვიძახე და შევცდი. ეს ადამიანი ჩემ გვერდით ცხოვრობს და როგორც ჩანს, ძაღლები არ უყვარს”, – ამბობს ზურაბ ვაშაკიძე.

ვაშაკიძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე იმყოდებოდა.

შსს-ის ინფორმაციით, თბილისში ძაღლის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს და ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ერთ წლამდე.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s