“რესტორანში ძალიან ბევრი ხალხი იყო, დაახლოებით 60 ადამიანი ან უფრო მეტი. უცებ, გაისმა სროლის ხმა. შემოვარდნენ და “ალაჰ აკბარს” გაჰყვიროდნენ. ვხედავდი, როგორ ეცემოდნენ ადამიანები ძირს და აღარ ინძრეოდნენ. სროლა არ წყდებოდა. ეს ყველაფერი ომს ჰგავდა, ზოგი ტიროდა, ზოგი სისხლისგან იცლებოდა. საშინელება ხდებოდა. ეს ჯოჯოხეთი იყო”, – ასე იხსენებს რესტორანში მყოფი 53 წლის ქალი პარიზში მომხდარ ტერაქტს “ევრონიუსთან” საუბარში.

პარიზში ამ დროისთვის ტერაქტების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 153-ს შეადგენს.

ცნობისთვის, საფრანგეთში გუშინ, 13 ნოემბერს ექვს სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად, 153 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. პარიზის სხვადასხვა ადგილზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული  საფრანგეთის საზღვრები ჩაკეტილად გამოაცხადა, რათა დამნაშავეების გაქცევა არ დაუშვან.

ფოტოები: CNN

2 3 4 151113183412-12-paris-shooting-1113---restricted-exlarge-169 151113221500-28-paris-shooting-1113-exlarge-169

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s