შსს-ს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა “112” სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ პირებს “SMS” და ვიდეო ზარების სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

საინფორმაციო შეხვედრის განმავლობაში, სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ “112”-ის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულიყვნენ და ახალი მომსახურების ეფექტურობა შეემოწმებინათ.

როგორც შს სამინისტროში ამბობენ, “112”-ის მიზანია “SMS” და ვიდეო ზარის სერვისის ბაზაში დაარეგისტრიროს საქართველოში მცხოვრები ყველა სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირი, რათა მათ საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად შეძლონ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრთან დაკავშირება.

მოკლეტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის სერვისის შექმნის პირველ ეტაპზე, “112”-მა საქართველოს მასშტაბით უკვე დაარეგისტრირა სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირების გარკვეული ნაწილი. ხოლო, პროექტის მეორე ეტაპზე, “112”-ის ოფისში აღნიშნული პირების ყოველკვირეული ვიზიტი დაიგეგმა.

6 თვის განმავლობაში, ყოველკვირეული ვიზიტების ფარგლებში, სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირები გაეცნობიან, როგორ ხდება “SMS” და ვიდეო ზარის მიღება.

“112”-ის “SMS” და ვიდეო ზარის სერვისი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით დაინერგა.

სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში მოქმედებს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

ფოტოები: შსს

12247042_724476204321048_8788203723043362462_n შსს

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s