რამდენიმე დღის წინ ტერორისტულმა ორგანიზაციამ ‘ისლამური სახელმწიფო’, პარიზში სასტიკი ტერაქტი მოაწყო. თავდასხმა ქალაქის რამდენიმე ადგილას ერთდროულად მოხდა. ტერორისტები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონს. 8 თავდამსხმელიდან 7-მა თავი აიფეთქა, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში კი ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს, რის შემდეგაც საფრანგეთის პოლიციამ შტურმი დაიწყო.

მთლიანობაში პარიზში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

ISIS, ანუ სირიისა და ერაყის ისლამური სახელმწიფო ისლამის სახელით უამრავ ადამიანს ხოცავს. მათი მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს. ISIS უმოწყალოდ ხოცავს როგორც არაბული სამყაროს, ასევე აზიისა და დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებს.

ტერორისტებს სჯერათ, რომ ყველა რელიგია, რომელიც დემოკრატიას ემხრობა, უნდა განადგურდეს. ISIS-ის საბოლოო მიზანი მთელი მსოფლიოს დაპყრობაა.

ამ მიზნისთვის, ისლამური სახელმწიფოს წევრებს მილიონობით ადამიანის დახოცვის წარმოუდგენელი ენთუზიაზმი აქვთ და მას არც მაშინ კარგავენ, როდესაც საქმე გეი ადამიანებს ეხება.

რამდნიმე თვის წინ მათ მამაკაცები, რომლებიც ჰომოსექსუალები იყვნენ ან ტერორისტებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ასეთები არიან, შენობის სახურავიდან გადმოყარეს, სიკვდილით დასჯამდე კი ხალხი შეკრიბეს, რათა ეს “სანახაობა” ენახათ.

სირიის ერთ-ერთ ქალაქში, ტალ აბიადში კი შენობიდან გადმოგდების შემდეგ მსხვერპლი თვითმხილველებმა ქვებით ჩაქოლეს.

მაშინ ამ მოვლენებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ‘ISIS ისლამი არ არის და ექსტრემისტები რელიგიის საფარქვეშ იმალებიან, რათა ბოროტება გაამართლონ’.

„ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო“ ისლამი არ არის. ექსტრემისტები რელიგიის საფარველქვეშ იმალებიან, რათა მუსლიმებისა და არამუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი ბარბაროსობა გაამართლონ. ისინი არანაირად არ ასხვავებენ ცალკეული რელიგიებისა და ხალხების წარმომადგენლებს. ჩვენ ვგმობთ „ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს“ დამოკიდებულებას ადამიანების, მათ შორის ლგბტ ადამიანების მიმართ“.

ლგბტ ორგანიზაცია Stonewall-ის წარმომადგენლებმა კი მომხდარი იმის საზარელ შეხსენებად მიიჩნიეს, რომ “ისლამური სახელმწიფო“ ყველას ემუქრება, ვინც ტერორისტების იდეოლოგიას არ იზიარებს“. უფლებადამცველთა აზრით, „ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო“ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ გეებისთვის, არამედ ყველა თავისუფალი ადამიანისთვის, რომლებსაც უბრალოდ სურთ ადამიანის ძირითადი უფლების – საკუთარი თავის რეალიზების – განხორციელება“.

ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც 1999 წლიდან არსებობს და რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა, მიზნად რელიგიური სახელმწიფოს, ხალიფატის ჩამოყალიბებასა და საზღვრების გაფართოებას ისახავს. ხალიფატის უზენაესი ლიდერი კი ხალიფაა, რომელსაც სწამს, რომ წინასწარმეტყველი მუჰამედის შთამომავალია. ის მსოფლიოს ყველა მუსლიმის მორჩილებას ითხოვს და ამისთვის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს სწირავს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s