არასდროს ფიქრობ, რომ ეს შეგემთხვევა. ეს მხოლოდ პარასკევი ღამე იყო, როკ-კონცერტი. ატმოსფერო იმდენად ბედნიერი იყო, რომ ყველა ცეკვავდა და იღიმოდა. როდესაც წინა შესასვლელიდან დარბაზში მამაკაცი შემოვიდა და სროლა დაიწყო, ჩავთვალეთ, რომ ეს შოუს ნაწილი იყო. მაგრამ ეს არა მხოლოდ ტერაქტი, ხოცვა-ჟლეტა იყო.

ჩემს წინ უამრავ ადამიანს ესროლეს. იატაკზე სისხლის გუბეები იდგა. ზრდასრული კაცები ტიროდნენ, როდესაც თავიანთი მეგობარი ქალების მკვდარ სხეულებს უყურებდნენ. ერთ წამში მომავალი დამახინჯდა, ოჯახები განადგურდა.

შოკირებული და მარტო ვიყავი. დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ვთვალთმაქცობდი, რომ მოვკვდი. სუნთქვას ვიკავებდი და ვცდილობდი, არ მემოძრავა, არ მეტირა. ძალიან გამიმართლა, რომ გადავრჩი. თუმცა, ბევრი ასე არ მოქცეულა.

12226948_10153885227089893_214373103163256962_nადამიანები, რომლებიც იმ საღამოს საკონცერტო დარბაზში იგივე მიზეზით იყვნენ შეკრებილები, რის გამოც მე ვიყავი – უბრალოდ გვემხიარულა – უდანაშაულოები იყვნენ.

მსოფლიო სასტიკია.

ისინი თავიანთი მიზნის მიხედვით მოქმედებდნენ და ირგვლივ ყველას ესროდნენ. არ ვფიქრობდი, რომ გადავრჩებოდი. ეს არ იყო რეალური. ველოდებოდი, ვინმე მოსულიყო და ეთქვა, რომ ეს მხოლოდ კოშმარი იყო.

ის ფაქტი, რომ გადავრჩი, შესაძლებლობას მაძლევს ვიფიქრო გმირებზე – კაცზე, რომელიც მამხნევებდა და საკუთარი სიცოცხლის ფასად ეცადა ჩემს გადარჩენას მაშინ, როდესაც მე ვტიროდი. ვიფიქრო წყვილზე, რომელთა ბოლო სიყვარულის გამომხატველმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ მომცა რწმენა, რომ დედამიწაზე სიკეთე არსებობს დედამიწაზე. ვიფიქრო პოლიციაზე, რომელმაც ასობით ადამიანი გადაარჩინა. ვიფიქრო, აბსოლუტურად ჩემთვის უცნობ ადამიანებზე, რომლებმაც გზიდან ამიყვანეს და 45 წუთი ცდილობდნენ ჩემს დამშვიდებას მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიჭი რომელიც მიყვარდა, ცოცხალი აღარ იყო. ვიფიქრო დაჭრილ კაცზე, რომელიც ამაურიში ​ამერია და რომელმაც არ მიმატოვა. ის მარწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ამას აკეთებდა მაშინ, როდესაც თავად იყო მარტო და შეშინებული. ვიფიქრო ქალზე, რომელმაც გადარჩენილებს საკუთარი სახლის კარი გაუღო. ვიფიქრო მეგობარზე, რომელმაც შემიფარა და თვითონ ჩემთვის ახალი ტანსაცმლის საყიდლად წავიდა, რომ მე სისხლიან ზედა არ მცმოდა და ვიფიქრო ყველა თქვენგანზე, რომლებიც მხარდაჭერის წერილებს მიგზავნიდა – თქვენ გამო მჯერა, რომ ამ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა უფრო კარგი იყოს და რომ ეს არასდროს განმეორდეს.

80 ადამიანზე მეტი დარბაზში მოკლეს. ადამიანები, რომლებიც იღბლიანები ვერ აღმოჩნდნენ, რომლებმაც დღეს ვერ გაიღვიძეს და თავიანთი ოჯახები და მეგობრები დაამწუხრეს.

ძალიან ვწუხვარ. ტკივილის გამოხატვა არაფერია. ვგრძნობ, რომ პრივილეგირებული ვარ, რადგან აქ ვარ და მათი ბოლო ამოსუნთქვა იქ დარჩა.

მაშინ, როდესაც მჯეროდა, რომ მეც მოვკვდებოდი, გეფიცებით, მათი უკანასკნელი ფიქრები იმ ცხოველების შესახებ არ ყოფილა, რომლებმაც ეს ყველაფერი ჩაიდინეს. ისინი იმ ადამიანებზე ფიქრობდნენ, ვინც უყვარდათ. როდესაც უცხო ადამიანების სისხლში ვიწექი და ველოდებოდი ტყვიას, რომელიც ჩემს 22 წლიან სიცოცხლეს დაასრულებდა, ყველა იმ ადამიანის სახე დამიდგა თვალწინ, ვინც ოდესმე მყვარებია და ჩემთვის ვჩურჩულებდი, თუ როგორ მიყვარდა ისინი. თვალწინ მედგა ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტები და ვნატრობდი, რომ იმ ადამიანებს, ვინც ძალიან მიყვარდა ეს სცოდნოდათ – რაც არ უნდა დამმართნოდა, ადამიანური სიკეთის რწმენა არ დაეკარგათ. რომ არ მიეცათ იმ კაცებისთვის გამარჯვების საშუალება.

წუხელ, ბევრი ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა და ახლა ჩვენი ვალია, უკეთესი ადამიანები ვიყოთ. ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, როგორზეც ამ ტრაგედიის უდანაშულო მსხვერპლები ოცნებობდნენ.

მშვიდობით განისვენეთ აგნელოზებო. თქვენ არასდროს დაგივიწყებენ.

Isobel Bowdery-ის წერილი

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Isobel Bowdery

Isobel Bowdery

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s