მოულოდნელი დაბადება, ჩანასახშივე სიკვდილისთვის გაწირული ემბრიონი მაინც გაჩნდა. ეს მე ვარ, ლუკა, 19 წლის. ჩემი ასაკის ბიჭების უმრავლესობისგან იმით განვსხვავდები, რომ სულაც არ მინდა ბიჭი ვიყო და წელიწად-ნახევარში სქესის შეცვლის ოპერაციასაც გავიკეთებ.

დედა და მამა მოწიფულ ასაკში შეუღლდნენ. დედა 47 წლის იყო და ექიმებმა ბავშვის გაჩენა აუკრძალეს, რადგან მისი დაღუპვის ალბათობა დიდი იყო. მან აბორტი გაიკეთა. რამდენიმე თვე გავიდა და მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო, მუცელი ეზრდებოდა. წავიდა ექიმთან და უთხრეს, რომ 7 თვის ორსულია. მერვე თვეს დედას გული გაუჩერდა. საკეისრო კვეთა გაუკეთეს. ისიც გადარჩა და მეც, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ჩემი ტყუპისცალი მაშინ მოკლეს, როცა დედამ აბორტი გაიკეთა.

ძალიან ფერადი, კარგი და ლამაზი ბავშვობა მქონდა. დედისერთა ვარ, ნანატრი ბავშვი, ამიტომ ყველა მათამამებდა, მეფერებოდა და ჩემს სურვილებს ასრულებდა, სულ ყურადღების ცენტრში ვიყავი.

ბავშვობიდან მინდოდა გოგო ვყოფილიყავი და არა ბიჭი. მინდოდა, გოგოს ვიზუალი მქონოდა. ეს ჩემში იდო, ამას ყოველთვის ვგრძნობდი.

სკოლაში პრობლემები ნაკლებად მქონდა, რადგან მოსკოვში კერძო სკოლაში დავდიოდი, სადაც ბავშვები მხოლოდ სწავლაზე იყვნენ ორიენტირებულები და ყველა კარგად აზროვნებდა. ჰომოფობი თითქმის არავინ ყოფილა.

ძალიან მიყვარდა გოგოს სათამაშოები. “ბარბის” თოჯინა დღესაც ჩემი უსაყვარლესი სათამაშოა, მაგრამ არასდროს მქონია იმიტომ, რომ ბიჭის სათამაშოებს მყიდულობდნენ.

მახსოვს, ერთხელ დედაჩემის მეგობრის სახლიდან მოვიტანე “ბარბის” თოჯინა – ხან ჩავაცვამდი, ხან გავხდიდი. ეს შემთხვევით, მამაჩემმა ნახა, ხელიდან გამომგლიჯა და ნაგავში ისროლა. მას შემდეგ “ბარბი” აღარ მქონია. დღესაც, როდესაც უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება ვარ, ყოველთვის მაკლია ის თოჯინა, სათამაშოდ კი არა, ისე, უბრალოდ…

ჩემი ნახევარდა თხუთმეტი წლის იყო, როცა დავიბადე. პატარა რომ ვიყავი, ვთხოვდი ხოლმე, რომ ჩემთვის მაკიაჟი გაეკეთებინა. კაბებსაც ვთხოვდი, რომ ჩამეცვა, რაზეც უარს არასდროს მეუბნებოდა. ასე ვერთობოდით ხოლმე.

არსებობს სტერეოტიპები იმის შესახებ, რომ თითქოს ტრანსგენდერების უმეტესი ნაწილი რთულ ოჯახურ პირობებშია გაზრდილი. ხშირად ამბობენ, რომ ტრანსგენდერებად ისეთი ადამიანები ყალიბდებიან, რომლებიც უდედმამოდ ან მხოლოდ დედასთან იზრდებიან, რის გამოც, ქალის საქმის კეთება უწევთ. ან მამის ხელი აკლიათ. ეს ასე არ არის. ვიზრდებოდი დედასთან, მამასთან და ნახევარდასთან ერთად, საკმაოდ ტრადიციულ ოჯახში. მამაჩემი სულ მეუბნებოდა, რომ კაცურად მოვქცეულიყავი, ახლაც ასე მეუბნება. სანამ დედა დაიღუპებოდა, ისიც ამას მეუბნებოდა, თუმცა ძალიან იშვიათად.

დეპრესიული პიროვნება არ ვარ, თუმცა, სანამ გავიგებდი, რომ სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება შეიძლება, ხშირად ვითრგუნებოდი ხოლმე, ვიტანჯებოდი ამის გამო. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მსგავსი ოპერაცია კეთდება, მივხვდი, შევძლებდი ჩემი ოცნების განხორციელებას. მე სქესის შეცვლის ოპერაციას აუცილებლად გავიკეთებ და სრულყოფილი ცხოვრებით ვიცხოვრებ. მე ეს კი არ მინდა, მე ეს მჭირდება.

ქალად ჩემი თავი უკვე წარმომიდგენია. ახლაც ქალად ვგრძნობ თავს. შინაგანად ქალი ვარ. მგონია, რომ სხვის სხეულში ვცხოვრობ. როცა ოპერაციას გავიკეთებ, იმ სხეულით ბედნიერი ვიქნები, რომელიც უნდა მქონდეს და არ მაქვს. სქესის შეცვლის შემდეგ, მინდა გავთხოვდე, შვილები მყავდეს.

ურთიერთობის დასაწყისშივე, პირველად რასაც მამაკაცს ვეტყვი იქნება ის, რომ მე ტრანსგენდერი ვარ. ამას არასოდეს დავმალავ, რადგან ეს სირცხვილი არ არის. ჩემს თანამგზავრს აუცილებლად ეცოდინება, რომ ტრანსგენდერი ქალი ვარ. ტყუილი მიუღებელია. თუ შვილი მეყოლება, მასაც ეცოდინება, რომ ასეთი დედა, მამა და ოჯახი ჰყავს. მგონია, რომ თუ ბავშვობიდან ლიბერალიზმს ჩავუნერგავ, ის თავისუფლად მიხვდება ამ ყველაფერს და ნეგატიურად არ აღიქვამს.

ძალიან განვიცდი, არ ვიცი როგორ მიიღებს ჩემი ოჯახი ჩემს გადაწყვეტილებას. ვიცი, რომ მამაჩემი ძალიან ცუდად აღიქვამს ამ ფაქტს და მეშინია. შეიძლება, ჩემი მოკვლის სურვილიც გაუჩნდეს. ამასაც არ გამოვრიცხავ, რადგან ის ჰომოფობია და ზოგადად ძალიან ტრადიციული ადამიანია. ჩემმა დამ იცის ჩემი ორიენტაციის შესახებ, თუმცა ვერ ვუმხელ, რომ სქესის შეცვლა მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლიბერალი ადამიანია. როცა ჩემი ამბავი გაიგო, ჩვეულებრივად მიიღო. ის არასდროს ყოფილა ჰომოფობი, ლგბტ თემის წევრი მეგობრები ჰყავს და თვითონვე ხვდებოდა, რომ მისი ძმაც ამ თემს მიეკუთვნებოდა. დედა რომ ცოცხალი იყოს, აუცილებლად ვეტყოდი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ვიცი, გამიგებდა.

გული მეტკინება, თუ ჩემი ნათესავები ზურგს შემაქცევენ, თუმცა ვისაც ვუყვარვარ, ისეთი უნდა მიმიღოს, როგორიც ვარ. არ ვაპირებ სხვისი ცხოვრებით ცხოვრებას, მე ჩემი ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო.

საქართველოში სწავლა გადავწყვიტე და ამიტომაც აქაურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. აქ უფრო იმატა ჰომოფობიურმა განწყობამ, თუმცა, მე, როგორც ლგბტ თემის წარმომადგენელი ბევრ ჩემნაირს ვამჩნევ. უნივერსიტეტში ძალიან ბევრი ტრანსგენდერია, თუნდაც ანალოგიური ჩაცმულობით და მეც იმდენად შესამჩნევი აღარ ვარ, აგრესიას არ ვიწვევ. ჩემს საქმეს ვაკეთებ, ვსწავლობ, რიგითი სტუდენტი ვარ. დღის განმავლობაში ბევრი რეპლიკა მესმის – ვაიმე, ამას შეხედეთ როგორ აცვია, ეს გოგოა თუ ბიჭი, როგორ დადის და ა.შ. გინება და შეძახილი მესმის, თუმცა, ისეთი პოზიტიური და ბედნიერი ადამიანი ვარ, ეს ჩემზე არ მოქმედებს. მესმის, მაგრამ არ ვიმჩნევ, იმიტომ, რომ მათ ბილწ სიტყვებს არანაირად არ შეუძლია ხასიათი გამიფუჭონ.

ჩემი ყოველდღიურობა ასეთია: დილით, როდესაც ვდგები, ვაღებ ფანჯარას, ჩავისუნთქავ ჰაერს და ვხვდები, რომ ცოცხალი ვარ. ეს ძალიან მაბედნიერებს. ამის შემდეგ მუსიკას ვრთავ და ცეკვას ვიწყებ. თანდათან ყველაფერი ლაგდება, მივყვები ჩემი ცხოვრების რიტმს, ვიწყებ ყოველდღიურ რუტინას.

რამდენიმე რჩევას მივცემდი ჩემნაირ ადამიანებს – არასოდეს არავის მოუსმინოთ, ვინც ამ ნიშნით თქვენს გაკრიტიკებას ცდილობს. გააკეთეთ ის, რაც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. არავის მისცეთ იმის უფლება, რომ თქვენს ცხოვრებაში აფათუროს ხელები.

ტრანსგენდერობა დაავადება არ არის. ის ადამიანს ბავშვობიდან მოჰყვება, თქვენთან ერთად იბადება. უფრო მეტიც, დაბადებამდეც კი მის ბიოლოგიურ მონაცემებშია.

ვინც თქვენ სხეულში თავს კარგად არ გრძნობთ, ვინც უბრალოდ არ ხართ ჰეტეროსექსუალები, ამის გამო არ იდარდოთ. ჩვენ სხვებისგან არაფერი განგვასხვავებს.

წყარო

ავტორი: დავით გრატიაშვილი

ბლოგი მომზადებულია ინტერვიუზე დაყრდნობით

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

One Comment

  1. cota terminebshia areuli, magram eg araferi iswavlis. momwons misi shemarteba. 🙂

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s