ორგანიზაციამ “ტრანსგენდერი ევროპა” ტრანსგენდერთა მკვლელობის მონიტორინგის პროექტი 2009 წლის აპრილში დაიწყო და დღემდე აგრძელებს. პროექტის ფარგლებში სისტემატურად ხდება მსოფლიოს მასშტაბით ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების აღწერა, ყოველი წლის ნოემბერში კი სპეციალური ანგარიში გამოდის.

უახლესი შემაჯამებელი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში ჰომიციდის მსხვერპლთა რიცხვს 271 ტრანსგენდერი ადამიანი შეემატა. მათ რიცხვში საბი ბერიანიც მოხვდა.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო 1 წლის განმავლობაში ტრანსგენდერი ადამიანები მსოფლიოს 29 ქვეყანაში დახოცეს.

მათ შორის: დანაშაულის უმეტესობა ბრაზილიაში მოხდა – 118 შემთხვევა. მეორე ადგილზე მექსიკაა – 34 შემთხვევა, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები – 27 ფაქტი. კოლუმბია – 15 ფაქტი.

აზიაში ყველაზე მეტი მკვლელობა პაკისტანში მოხდა – 7 შემთხვევა, ინდოეთი კი – 6 შემთხვევა.

თურქეთში 3 ტრანსგენდერი ადამიანი მოკლეს, იტალიაში – 2, საქართველოში – 1.

მოკლული ტრანსგენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

“ტრანსგენდერი ევროპას” ცნობით, მთლიანობაში, 2008 წლის 1-ლი იანვრიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, მსოფლიოს 64 ქვეყანაში, მთლიანობაში ტრანსგენდერთა მკვლელობის 1 933 შემთხვევა დარეგისტრირდა. ქეისების უმეტესი ნაწილის მოეძებნა ინტერნეტის საშუალებითაც არის შესაძლებელი. უმეტეს ქვეყნებში ტრანს ადამიანების მკვლელობების მონაცემები სისტემატიზირებული არ არის და რეალური ციფრების დადგენა შეუძლებელია.

2008 წლიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით:

ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში 1 507 ტრანსგენდერი ადამიანი მოკლეს, რაც მთელ მსოფლიოში ჩადენილი მკვლელობების 78%-ს შეადგენს.

აზიის 16 ქვეყანაში – 174 მკვლელობა;

ჩრდილოეთ ამერიკაში – 134 მკვლელობა;

ევროპის 15 ქვეყანაში – 104 მკვლელობა;

აფრიკის 4 ქვეყანაში – 9 მკვლელობა;

ოკეანიის 4 ქვეყანაში – 5 მკვლელობა.

ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო 20 ნოემბერს მეჩვიდმეტედ აღინიშნება.

ეს დღე 1999 წელს იმ ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად დაარსდა, რომლებიც ჰომიციდის მსხვერპლნი გახდნენ. ეს დღე მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და აქედან გამომდინარე, ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემცირებას ისახავს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s