2015 წლის ოქტომბრის თვეში ოჯახში ძალადობის 64 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულმა დანაშაულმა, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 3.23%-ით იმატა – ამის შესახებ ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.

სამინისტროს ინფორმაციით, ოქტომბრისა და იანვარ-ოქტომბრის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. შსს-ს ცნობით, 2015 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ 3486 დანაშაული იქნა რეგისტრირებული, რომელთაგან 1565 გაიხსნა.

2015 წლის ოქტომბრის თვეში შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით, 2237 დანაშაული იქნა რეგისტრირებული, რომელთაგან 1358 გაიხსნა.

2015 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 29500 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 17211 დანაშაული.

2015 წლის იანვარ-ოქტომბერში ოჯახში ძალადობის 867 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან გახსნილია 668 შემთხვევა. აღნიშნულმა დანაშაულმა, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 88.07%-ით იმატა.

2015 წლის იანვარ-ოქტომბერში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილმა დანაშაულმა სულ 181 შემთხვევა შეადგინა. ხოლო აქედან 120 შემთხვევა გაიხსნა. აღნიშნულმა დანაშაულმა, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 63.06%-ით მოიმატა.

ამავე პერიოდში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილმა დანაშაულმა 414 შემთხვევა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 22,71%-იანი მატებაა.

2015 წლის იანვარ-ოქტომბერში ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ დანაშაულის 20 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 233.33%-იანი მატებაა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s