გიორგი მარგველაშვილი: “დღეს, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ერთად ყოფნა და ერთად დგომა იმ ღირებულებების განსამტკიცებლად, რასაც ტოლერანტობა ჰქვია. ჩვენ, მთელმა კაცობრიობამ, სამყაროს მთელმა ცივილიზებულმა ნაწილმა ამ დღეებში სწორედ ტოლერანტობის თვალსაზრისით მივიღეთ გამოძახილი. საფრანგეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ გავერთიანდეთ და ძალიან ძლიერად ვუპასუხოთ აგრესიას, ტერორს. ეს კი იმით უნდა მოხდეს, რომ არასდროს შეიბღალოს ჩვენში ტოლერანტობის სულისკვეთება – ტერორი არასდროს არ შეგვცვლის ჩვენ და არ გაგვხდის განსხვავებულის მიუღებლებად. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემთვის არც ტერორიზმი, არც ვანდალიზმი, არანაირად არ ასოცირდება რელიგიასთან და ისლამთან. მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თავის თავს მუსლიმებს ეძახიან და ამ დროშით ცდილობენ ტერორის დათესვას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ისლამი ჩემთვის არ ასოცირდება იმ საშინელებებთან, რაც ხდება სირიაში, სხვა ქვეყნებში და რაც მოხდა საფრანგეთში”.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 16 ნოემბერი. 2015.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s