სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მარიხუანას მოხმარების გამო, ათმა მსჯავრდებულმა ციხე დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანის დაკავება.
სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ განიხილეს აწ უკვე ყოფილი მსჯავრდებულების საქმეები ახალი გარემოებების გათვალისწინებით.
საქმეში “ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” საკონსტიტუციო სასამარლომ განმარტა:
“დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება”.
ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება ისეთ შემთხვევებს, როდესაც აშკარა და დასაბუთებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი (მისი რაოდენობისგან დამოუკიდებლად), ან შენახული (შეძენილი) მარიხუანას რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ის გასაღების მიზნის არსებობაზე მაღალი ალბათობით მიუთითებს, ან გასაღების რეალურ საფრთხეს თავისთავად ქმნის.
(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ